28 იანვარს ესპანეთის თასის 1/4-ფინალის მატჩი გაიმართა, რომელშიც მადრიდის "რეალმა" "ესპანიოლს" უმასპინძლა, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე ხესემ გაიტანა.
მატჩი გამორჩეული აღმოჩნდა მადრიდელთა მეკარე იკერ კასილიასისთვის, რომელმაც "მშრალი სერიის" გაგრძელება 682 წუთამდე შეძლო. კასილიასს უკვე ზედიზედ 8 ოფიციალური მატჩია, გოლი არ გაუშვია, რაც მადრიდული კლუბისთვის ახალი რეკორდია.
32 წლის ესპანელმა გოლკიპერმა ბოლოს 2013 წლის 27 ნოემბერს გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ კასილიასი "რეალის" ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის მატჩებში ჩნდება.
12:17 29-01-2014
რეალი-ესპანიოლი 1:0. იკერ კასილიასის ახალი რეკორდი [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არა მარტო იკერმა, არამედ კიდევ ანჩელოტიმაც გაიმეორა მაურინიოს რეკორდი, 20 წაუგებელი სერია ზედიზედ...ლიდა+ლა ლიგა+ესპანეთის თასი
0
0
რიალი ყველა ხემპიონატს მოიგებს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული