"რასინგის" პროტესტის მიზეზი ხელფასების გაუცემლობა გახდა. ჯერ კიდევ ორშაბათს ფეხბურთელებმა კლუბის პრეზიდენტი ანხელ ლავინა გააფრთხილეს, რომ არ ითამაშებენ, თუ ის და კლუბის ხელმძღვანელობა თანამდებობებს არ დატოვებენ, რადგან ისინი კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებენ.
მესამე დივიზიონის ბინადარი გუნდის ფეხბურთელებმა არბიტრის სასტვენის შემდეგ, უბრალოდ, თამაში არ დაიწყეს. როგორც კი მატჩი დაიწყო, ისინი ცენტრში წრის გარშემო დადგნენ. დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში
აქვე გეტყვით, რომ პირველი მატჩი "სოსიედადის" გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
"რასინგის" ნახევარმცველმა ხავი სორიამ იმედი გამოთქვა, რომ ახლა კლუბის ყველა პრობლემა უფრო მალე მოგვარდება.
"ფეხბურთელებს სხვადასხვა შთაბეჭდილება აქვთ. ერთი მხრივ, ცუდია, რომ ამის გაკეთება მოგვიწია; მეორე მხრივ კი, გვიხარია, რომ ჩვენს პრობლემებზე საზოგადოების ყურადღება მივიქციეთ.იმედია, ახლა ჩვენი პრობლემები უფრო მალე მოგვარდება", -თქვა "რასინგის" ფეხბურთელმა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით