"რასინგის" ფეხბურთელების დემონსტრაციული პროტესტი მოედანზე [VIDEO]

AutoSharing Option
30 იანვარს ესპანეთის თასის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩი "რასინგსა" და "სოსიედადს" შორის პირველ წუთზე შეწყდა, რადგან მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებმა დემონსტრაციულად განაცხადეს უარი, ეთამაშათ.

"რასინგის" პროტესტის მიზეზი ხელფასების გაუცემლობა გახდა. ჯერ კიდევ ორშაბათს ფეხბურთელებმა კლუბის პრეზიდენტი ანხელ ლავინა გააფრთხილეს, რომ არ ითამაშებენ, თუ ის და კლუბის ხელმძღვანელობა თანამდებობებს არ დატოვებენ, რადგან ისინი კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებენ.

მესამე დივიზიონის ბინადარი გუნდის ფეხბურთელებმა არბიტრის სასტვენის შემდეგ, უბრალოდ, თამაში არ დაიწყეს. როგორც კი მატჩი დაიწყო, ისინი ცენტრში წრის გარშემო დადგნენ. დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში
სტუმარი გუნდის ფეხბურთელები ბურთს საკუთარ მოედანზე ათამაშებდნენ, რის შემდეგაც არბიტრმა შეხვედრა გააჩერა.

აქვე გეტყვით, რომ პირველი მატჩი "სოსიედადის" გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

"რასინგის" ნახევარმცველმა ხავი სორიამ იმედი გამოთქვა, რომ ახლა კლუბის ყველა პრობლემა უფრო მალე მოგვარდება.

"ფეხბურთელებს სხვადასხვა შთაბეჭდილება აქვთ. ერთი მხრივ, ცუდია, რომ ამის გაკეთება მოგვიწია; მეორე მხრივ კი, გვიხარია, რომ ჩვენს პრობლემებზე საზოგადოების ყურადღება მივიქციეთ.იმედია, ახლა ჩვენი პრობლემები უფრო მალე მოგვარდება",
-თქვა "რასინგის" ფეხბურთელმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული