El Confidencial-ის ცნობით, ესპანელი ფეხბურთელი "სამეფო კლუბს" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე 2019 წლამდე შეუთანხმდა.
უახლოეს მომავალში, ნიუანსების გარკვევის შემდეგ კონტრაქტი მხარეებს შორის ოფიციალურად გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რამოსმა ესპანეთის ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლი გაიტანა.