ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი 1-ელ თებერვალს, მადრიდში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზები ამ დროისთვის არ სახელდება.
ფეხბურთელობისას ლუის არაგონესმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" ერთად სამი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა (1966, 1970 და 1973 წლებში) და 1973-74 წლების სეზონის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშა.
მწვრთნელის რანგში არაგონესმა "ატლეტიკოს" ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები 1977 წელს მოიპოვებინა. ამასთან, სპეციალისტის ანგარიშზე ესპანეთის თასზე ოთხი გამარჯვება, ერთი სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასია.
ლუის არაგონესმა
ბოლოს არაგონესი თურქულ "ფენერბაჰჩეს" წვრთნიდა.