ნეიმარი ინდივიდუალურად ვარჯიშობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ნეიმარმა, რომელიც ამჟამად ტრავმას იშუშებს, 4 თებერვალს, დილით, ინდივიდუალურად ივარჯიშა.

"მარკას" ცნობით, 21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს.

მოსალოდნელია, რომ ნეიმარი უკვე მიმდინარე კვირას დაიწყებს ბურთთან მუშაობას და მოედანს, სავარაუდოდ, ესპანეთის თასზე "სოსიედადთან" საპასუხო მატჩისთვის დაუბრუნდება.

გამომდინარე აქედან, ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაშიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას, რომელიც 18 თებერვალს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული