"რეალისა" და "ატლეტიკოს" სათასო მატჩი ლუის არაგონესის ხსოვნას მიეძღვნება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 5 თებერვალს "კოპა დელ რეიზე" გასამართ დერბიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ თამაშით მათ ახლახან გარდაცვლილი ესპანეთის ყოფილი თავკაცის, ლუის არაგონესის სულს პატივი უნდა მიაგონ.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ესპანელი სპეციალისტი შაბათს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"მინდა, რომ ამ მატჩით პატივი მივაგოთ ლუის არაგონესს. მან შეცვალა ესპანური ფეხბურთის ისტორია და მომავალი. ჩემი სურვილია, მატჩში სამართლიანი თამაშის ელემენტები ჭარბობდეს და გვახსოვდეს, რომ ეს დღესასწაულია", - თქვა პერესმა.

მადრიდში გამართულ ღონისძიებას მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი კერეზოც ესწრებოდა, რომელმაც გულშემატკივრებს
კარგი ქცევისკენ მოუწოდა და დაამატა, რომ მიუხედავად მატჩში დაფიქსირებული შედეგისა, ქალაქში დღესასწაული აუცილებლად გაგრძელდება.

"ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება კარგი დღე სპორტისა და ფეხბურთის მოყვარულთათვის. იმედი მაქვს, რომ ყველა გულშემატკივარი მოიქცევა ისე, როგორც ნამდვილი ქომაგი და შესაბამისად, იზეიმებს საკუთარი გუნდის წარმატებას",
- თქვა "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ თანაქალაქელი კლუბების სათასო დაპირისპირება 5 თებერვალს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული