შეგახსენებთ, რომ ცნობილი ესპანელი სპეციალისტი შაბათს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"მინდა, რომ ამ მატჩით პატივი მივაგოთ ლუის არაგონესს. მან შეცვალა ესპანური ფეხბურთის ისტორია და მომავალი. ჩემი სურვილია, მატჩში სამართლიანი თამაშის ელემენტები ჭარბობდეს და გვახსოვდეს, რომ ეს დღესასწაულია", - თქვა პერესმა.
მადრიდში გამართულ ღონისძიებას მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი კერეზოც ესწრებოდა, რომელმაც გულშემატკივრებს
"ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება კარგი დღე სპორტისა და ფეხბურთის მოყვარულთათვის. იმედი მაქვს, რომ ყველა გულშემატკივარი მოიქცევა ისე, როგორც ნამდვილი ქომაგი და შესაბამისად, იზეიმებს საკუთარი გუნდის წარმატებას", - თქვა "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ თანაქალაქელი კლუბების სათასო დაპირისპირება 5 თებერვალს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით