მართალია, საპასუხო 11 თებერვალს "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება, მაგრამ ამ სეზონში ლა ლიგის ლიდერი "ატლეტიკო" ასე ჯერ არავის დაუჩაგრია.
სამიდან ორი გოლი "როხიბლანკოს" ფეხბურთელებმა თავად გაიტანეს კურტუას კარში (ინსუა, მირანდა), ერთიც ხესე როდრიგესის ანგარიშზეა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც თავისი გუნდით უზომოდ კმაყოფილი იყო.
"კარგ შედეგს მივაღწიეთ და შესაბამისი იყო ჩვენი
ამ თამაშით კი სრულებით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებულ ყურადღებას დიეგო კოშტას ნეიტრალიზაციას ვუთმობდით, რომელიც ძალიან სახიფათო თავდამსხმელია.
უნდა ვთქვა, რომ ჩვენმა გუნდმა მიმდინარე სეზონში თავისი თამაში მნიშვნელოვნად შეცვალა", - თქვა იტალიელმა.