ატლეტიკო-რეალი 0:2. რონალდოს სანთებელა თავში სნაიპერული სიზუსტით ესროლეს [VIDEO]

AutoSharing Option
11 თებერვალს მადრიდის "რეალმა" საპასუხო მატჩში თანაქალაქელ "ატლეტიკოს" მოუგო და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, დერბის პირველი შეხვედრა მადრიდელებმა ანგარიშით 3:0 მოიგეს და ფინალი, პრაქტიკულად, გაინაღდეს, თუმცა თავს მოდუნების უფლება არც საპასუხოში მისცეს და ამჯერადაც გაიმარჯვეს.

უკვე მეშვიდე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ გამოიყენა. 10 წუთის შემდეგ "რეალმა" კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღო და პორტუგალიელი ამჯერადაც ზუსტი იყო - 0:2 "რეალის" სასარგებლოდ.

მატჩს მცირე ინციდენტიც ახლდა - პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, როდესაც დუბლის ავტორი სერხიო რამოსთან
ერთად მოედანს ტოვებდა, "კალდერონის" ტრიბუნიდან ერთ-ერთმა გულშემტკივარმა რონალდოს სანთებელა დიდი სიზუსტით ესროლა და პირდაპირ თავში მოარტყა. პორტუგალიელს სამედიცინო დახმარება კი დასჭირდა, თუმცა მეორე ტაიმში თამაშის გაგრძელება მაინც შეძლო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, ორი მატჩის ჯამში, კარლო ანჩელოტის გუნდმა მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა, სადაც "ბარსელონა"-"რეალ სოსიედადის" წყვილში გამარჯვებულს შეებრძოლება.

თამაშის შემდეგ კომენტარი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა:

"გადამწყვეტი პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობა აღმოჩნდა, თუმცა საპასუხო შეხვედრაშიც გოლი სწრაფად გავიტანეთ და საერთოდაც, ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ფინალშიც დამსახურებულად გავიდა.

"ატლეტიკო" კი პირველი თამაშის შემდეგ რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ ორ შეხვედრაში ჩვენ კარი მშრალად შევინახეთ. ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან "რეალმა" სეზონის ერთ-ერთი ამოცანა გადაჭრა.

ჩვენ ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, რომელშიც კი ვთამაშობთ"
, - თქვა ანჩელოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული