რეკორდი დაამხო.
სამეფო კლუბს კოპა დელ რეის მიმდინარე გათამაშებაში 742 წუთის განმავლობაში არ გაუშვია გოლი, ხოლო ბოლო რეკორდის ავტორ კატალონიელებს კი საკუთარი კარი 696 წუთის მანძილზე ჰქონდათ მშრალად შენახული - 1989 წლის ესპანეთის თასის გათამაშებაში.
მადრიდელებს შანსი აქვთ, გაიმეორონ "ბილბაოს" რეკორდი, როდესაც ბასკებმა შეძლეს და 1916 წელს სამეფო თასი ისე მოიგეს, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში გოლი არ გაუშვიათ. თუმცა საგულისხმოა, რომ მაშინ ბილბაოს "ატლეტიკს" უფრო ნაკლები მატჩის გამართვა მოუწია ფინალამდე.
აღსანიშნავია, რომ " სამეფო კლუბს " მიმდინარე სეზონში 24-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. ისინი ბოლოს "ბარსელონასთან" (1:2) გასული წლის 26 ოქტომბერს დამარცხდნენ.
აქვე გეტყვით, რომ დიდი შანსია, კოპა დელ რეის ფინალში მადრიდელთა მეტოქე სწორედ "ბარსელონა" იყოს, რადგან კატალონიელებს სან სებასტიანის "სოსიედადთან" პირველი ნახევარფინალური მატჩი (2:0) აქვთ მოგებული, ხოლო განმეორებითი - 12 თებერვალს, ჩვენი დროით ღამის პირველ საათზე გაიმართება.