ესპანეთი. თასის 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი: ისევ კლასიკო, ისევ "მესტალია" [VIDEO]

AutoSharing Option
"ატლეტიკო"-"რეალის" დაპირისპირებისა არ იყოს, მეორე ნახევარფინალურ წყვილშიც ინტრიგა საკმაოდ მალე მოკვდა. აქაც თითქმის ყველაფერი პირველივე შეხვედრაში გადაწყდა, როდესაც "ნოუ კამპზე" "ბარსამ" 2:0 მოიგო.

საპასუხო შეხვედრამ კი აზრი 27-ე წუთზე დაკარგა, როცა ლიონელ მესიმ მორიგი შედევრი შემოგვთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე გუნდის ხუთ ფეხბურთელს შორის იმყოფებოდა, არგენტინელმა ბურთით ნახევარი მოედანი გაირბინა და საჯარიმოს გარედან ზუსტადაც დაარტყა.

სტუმართა მხრიდან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა დანი ალვეშმა, მასპინძლებმა კი მატჩის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე მაინც იხეირეს - ანტუან გრიზმანმა მორიგი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, როგორც
მოსალოდნელი იყო, ორმატჩიან დუელში გამარჯვებული "ბარსელონა" გამოვიდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ წინ კიდევ ერთი "ელ კლასიკო" გველის.

ესპანეთის თასის ფინალური შეხვედრა 19 აპრილს, ვალენსიაში, "მესტალიაზე" გაიმართება. შეგახსენებთ, რომ თასის ფინალში ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს სწორედ ამ სტადიონზე, 2011 წელს შეხვდნენ და მაშინ კრიშტიანო რონალდოს ერთადერთი გოლის წყალობით ტიტული "რეალმა" მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სოსიედადი-ბარსელონა 1:1 (0:2)
გოლები: 0:1 მესი (27), 1:1 გრიზმანი (87)
სოსიედადი (4-2-3-1): სუბიკარაი - ხოსება სალდუა, ანსოტეგი, მ. გონსალესი, ხოსე ანხელი - იონ გასტანიაგა (67. ელუსტონდო), სურუტუსა - ველა, ჩაბი პრიეტო (82. კანალესი), გრიზმანი - სეფეროვიჩი (61. გ. კასტრო)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი (66. ა. სონგი), ბუსკეტსი (90. ბარტრა), ინიესტა - პედრო (77. ა. სანჩესი), მესი, ფაბრეგასი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული