გაბრაზებულმა ფანმა მსაჯს ტრიბუნიდან... ძაღლი ესროლა! [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთში ფეხბურთის გულშემატკივარმა უცნაური და არაჰუმანური მეთოდით გამოხატა მატჩის არბიტრის გადაწყვეტილებისადმი პროტესტი, რისთვისაც ციხე ემუქრება.

ფაქტი 9 თებერვალს, ალმერიაში, რეგიონალური ლიგის გუნდების მატჩზე მოხდა.

ერთ ეპიზოდში მთავარი მსაჯი ერთ-ერთი გუნდის სათადარიგოთა სკამთან მივიდა. სწორედ ამ დროს ტრიბუნაზე მყოფმა 50 წლის ფანატმა, რომელიც გაღიზიანებული იყო არბიტრის გადაწყვეტილებების გამო, სტაცა ხელი გვერდით მჯდომი გულშემატკივრის ძაღლს და მსაჯს საბრალო ცხოველი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ესროლა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ამით აღშფოთებულმა ძაღლის პატრონმა ფანატს მუშტები კი დააყარა, მაგრამ მოჩხუბრები პოლიციამ მალევე გააშველა. თუმცა ყველაფერი ამით არ
დასრულებულა - ცხოველზე არაჰუმანური მოპყრობისთვის კანონის დამრღვევს ბრალი წაუყენეს.

რაც შეეხება "დაზარალებულს", საბრალო ცხოველის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული