La Sexta: მადრიდის "რეალი" კავანის შესაძენად 57 მილიონს ამზადებს

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი ედინსონ კავანი ზაფხულში მადრიდის "რეალში" გადაბარგდეს. ასეთ ვარაუდს ესპანური ტელეერხი La Sexta გამოთქვამს.

წყაროს ცნობით, "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უკვე ამზადებას წინადადებას, 57 მლნ ევროს ღირებულების ტრანსფერის განხორციელების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის ამ სეზონში ურუგვაელმა თავდამსხმელმა 21 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული