ესპანეთი. ლა ლიგა. XXIV ტური: ნეიმარი სუპერგოლით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
15 თებერვალს, ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა.

"ბარსელონამ" "რაიო ვალეკანო" 6:0 გაანადგურა და ამ მოგების წყალობით "ბარსა" 60 ქულით პირველ ადგილზეა, "რაიო ვალეკანოს" კი მხოლოდ 20 ქულა აქვს და ბოლოსწინაა.

მე-2 წუთზე ბრაზილიელმა მცველმა ადრიანო კორეიამ გამოიჩინა თავი. 36-ე წუთზე სესკ ფაბრეგასის გამჭოლი პასის შემდეგ ლიონელ მესიმ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

დანარჩენი 4 გოლი მეორე ტაიმში გავიდა: 53-ე წუთზე მესის პასით ალექსის სანჩესმა გაიტანა, შემდეგ ფაბრეგასმა პედროს გაატანინა, 68-ე წუთზე ისევ მესის ჯერი დადგა. ხოლო 89-ე წუთზე ახლად
გამოჯანმრთელებულმა ნეიმარმა დაბრუნება სუპერგოლით აღნიშნა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
გაიმარჯვა მადრიდის "ატლეტიკომაც", რომელმაც "ვალიადოლიდი" გაანადგურა - 3:0.

მე-3 წუთზე გაბიმ საჯარიმო რაულ გარსიასთან გაითამაშა და ამ უკანასკნელმაც ანგარიში გახსნა.

ერთი წუთიც არ იყო გასული, როცა გარსიას შორეული პასის შემდეგ დიეგო კოშტამ ბურთი თავზე გადაუგდო წინ გამოსულ მეკარეს. ეს ბრაზილიელის 21-ე გოლი იყო ლა ლიგაში.

74-ე წუთზე დიეგოს ჩაწოდებულ კუთხურს თავურით დიეგო გოდინი შეეგება - 3:0.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო):
"ყველაზე მეტად ჩემს გუნდში შემართება მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ვიგებდითY, ბიჭებს კონცენტრაცია მატჩის ბოლომდე არ დაუკარგავთ".

ხუან იგნასიო მარტინესი (ვალიადოლიდი): "როცა 0:2-ით იწყებ, იქ ვეღარაფერს გააწყობ".

ესპანეთი. ლა ლიგა. XXIV ტური

14 თებერვალი
ელჩე-ოსასუნა 0:0

15 თებერვალი
ბარსელონა-რაიო ვალეკანო 6:0
ატლეტიკო-ვალიადოლიდი 3:0
ლევანტე-ალმერია 1:0
ვილიარეალი-სელტა 0:2

16 თებერვალი
გრანადა-ბეტისი 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაინსი, იგალო - პაულაო, ა. ვადილიო, ხავი ტორესი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (5-8) +1 =1 -4 (5-16)
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3 =1 -4 (11:14)

ხეტაფე-რეალი 20:00
დისკვალიფიკაცია: კრიშტიანო რონალდო (რეალი)
ტრავმა: ხუან ვალერა, მოსკერა, ს. ესკუდერო - ხედირა
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 (2-9) +5 =1 -0 (16-3)
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +5 =2 -12 (20:38)

ბილბაო-ესპანიოლი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენიატი, ტოკერო - კაპდევილა
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 (16-7) +2 =1 -3 (4-6)
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +10 =14 -17 (49:64)

სევილია-ვალენსია 00:00
დისკვალიფიკაცია: დ. ფიგეირაში (სევილია)
ტრავმა: მბია - ორიოლ რომეუ, ვიქტორ რუისი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 (10-12) +3 =2 -1 (13-6)
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +16 =5 -19 (45:53)

17 თებერვალი
მალაგა-სოსიედადი 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხესუს გამესი, ტისონე, სანტა კრუსი, ველიგტონი - ესტრადა, დე ლა ბელია, გრანერო
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (4-11) +2 =2 -2 (9-11)
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +6 =6 -13 (32:44)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული