"ატლეტიკომ" ლუის არაგონესის სურათი თვითმფრინავის ფუზელაჟზე განათავსა

AutoSharing Option
"ატლეტიკომ" ლუის არაგონესის სურათი კლუბის თვითმფრინავის ფუზელაჟზე განათავსა.

მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ ცნობილი მწვრთნელისთვის პატივის მიგება, რომელიც თებერვლის დასაწყისში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამ გზით გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი 1-ელ თებერვალს, მადრიდში გარდაიცვალა.

ფეხბურთელობისას ლუის არაგონესმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" ერთად სამი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა (1966, 1970 და 1973 წლებში) და 1973-74 წლების სეზონის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშა.

მწვრთნელის რანგში არაგონესმა "ატლეტიკოს" ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები 1977 წელს მოაპოვებინა. ამასთან, სპეციალისტის ანგარიშზე ესპანეთის თასზე ოთხი გამარჯვება, ერთი სუპერთასი
და საკონტინენტთაშორისო თასია.

ლუის არაგონესმა ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2008 წელს ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

ბოლოს არაგონესი თურქულ "ფენერბაჰჩეს" წვრთნიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული