ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი კი შაბათს გაიმართება - "ანოეტაზე" "სოსიედადი" "ბარსელონას" უმასპინძლებს...
ეს გუნდები ერთმანეთს სულ ცოტა ხნის წინ, ესპანეთის თასის 1/2-ფინალში შეხვდნენ და მაშინ, ორი მატჩის ჯამში, გამარჯვება "ბარსელონამ" მოიპოვა. კატალონიელებმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს, ბასკები კი ამ ტურნირზე უკვე აღარ მონაწილეობენ. შესაბამისად, არასატეს შეგირდებს ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად მთელი კვირა ჰქონდათ.
"ბარსელონას" "ანოეტაზე"
გამორჩეული იყო შარშანდელი სეზონის დაპირისპირება - "ბარსელონა" მესის და პედროს გოლებით 2:0-ს იგებდა, მაგრამ ჯერ "ჩორი" კასტრომ შეასრულა დუბლი, ბოლო წუთზე კი მასპინძლებს გამარჯვება იმანოლ აგირეჩემ მოუტანა.
ჩემპიონატის უკანასკნელი ტური ორივე კლუბისთვის წარმატებული გამოდგა. ხერარდო მარტინოს გუნდმა "რაიო ვალეკანოს" ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა და პირველი ადგილი შეინარჩუნა; "სოსიედადმა" კი გასვლაზე "მალაგას" სძლია, თანაც მისი ორი კონკურენტი ("ბილბაო" და "ვილიარეალი") შინ დამარცხდა.
დიდი ხნის წინ ტრავმირებულ ესტებან გრანეროს ("სოსიედადი") და ჯონათან დოს სანტოსს ("ბარსელონა") თუ არ ჩავთვლით, გუნდები ამ მატჩისთვის სრული საბრძოლო შემადგენლობით ემზადებიან.
მოსალოდნელია, რომ მარტინო შემადგენლობაში დააბრუნებს პედროს, რომელმაც "მანჩესტერ სიტისთან" ტაქტიკური მოსაზრების გამო არ ითამაშა.
ისევ რონალდოს გარეშე
"სამეფო კლუბს" კვლავ არ ეყოლება კრიშტიანო რონალდო, რომელიც სამმატჩიან დისკვალიფიკაციას ამ ტურის შეხვედრის გამოტოვებით მოიხდის.
"რეალის" ხელმძღვანელები სადისციპლინო კომიტეტისთვის მიმართვას აპირებენ - მათ სურთ, რომ პორტუგალიელმა შაბათს ითამაშოს. იმის გამო, რომ კომიტეტის სხდომა 21 თებერვალს, საღამოს უნდა შედგეს, მის შედეგზე აქ ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ესპანელ ჟურნალისტებს თუ ვენდობით, რონალდოს შენდობის შანსი მინიმალურია. ასე რომ, დიდი ალბათობით, მადრიდელთა შვიდიანი ამ ტურშიც ვერ ითამაშებს.
"რეალმა" ლიდერის გარეშეც უპრობლემოდ უნდა მოიგოს, რადგან საკუთარ მოედანზე "ელჩეს" ეთამაშება, რომელთანაც პირველი წრის შეხვედრაში სწორედ რონალდოს დუბლით მოიგო, თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ კარლო ანჩელოტის შეგირდებს საკმაოდ გაუჭირდათ და გამარჯვების მომტანი ბურთი არბიტრის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე, ამ სეზონის ალბათ ყველაზე აბსურდული პენალტის წყალობით გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის უკანასკნელ წამებზე პეპემ ვალენსიელთა კოლუმბიელი ნახევარმცველი კარლოს სანჩესი ძიუდოს ილეთით ძირს დააგდო, არბიტრმა კი რატომღაც კოლუმბიელი დაადანაშაულა და 11-მეტრიანი დანიშნა.
ამჯერად, "რეალს" ასე არ უნდა გაუჭირდეს. მადრიდელები შესანიშნავ ფორმაში არიან და მეტოქეს მეტოქეზე ამარცხებენ. 2014 წელს "სამეფო კლუბმა" ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო, ქულები კი მხოლოდ "სან მამეს ბარიაზე" დაკარგა (1:1).
რთული მატჩი ელის მესამე ლიდერ "ატლეტიკოს", რომელიც "მილანთან" მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ პამპლონას ეწვევა, სადაც ამ სეზონში ვერც "ბარსელონამ" მოიგო (0:0) და ვერც "რეალმა" (2:2).
ესპანეთი. ლა ლიგა. XXV ტური
21 თებერვალი
ვალიადოლიდი-ლევანტე 1:1
გოლები: 0:1 კასადესუსი (25), 1:1 გუერა (52).
22 თებერვალი
რეალი-ელჩე 19:00
დისკვალიფიკაცია: კრიშტიანო რონალდო (რეალი)
ტრავმა: ხედირა, მორატა - პელეგრინი, კარლეს ხილი, ა. ხიმენესი
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 (16-3) +2 =3 -1 (6-7)
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1 =0 -0 (2:1)
სელტა-ხეტაფე 21:00
დისკვალიფიკაცია: აუგუსტო ფერნანდესი (სელტა)
ტრავმა: შარლესი - რაფა. ს. ესკუდერო, მოსკერა
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 (10-5) +0 =2 -4 (2-9)
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +3 =1 -3 (7:9)
სან სებასტიანი. "ანოეტა"
სოსიედადი-ბარსელონა 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გრანერო - ჯონათან დოს სანტოსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 (8-11) +3 =2 -1 (16-5)
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +5 =9 -23 (30:80)
სავარაუდო შემადგენლობები:
სოსიედადი: ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ბერგარა, სურუტუსა - ველა, ჩაბი პრიეტო, გრიზმანი - აგირეჩე
ბარსელონა: ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ბუსკეტსი, ინიესტა, ფაბრეგასი - ა. სანჩესი, მესი, პედრო
ალმერია-მალაგა 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდრი - ელიზეუ, ხესუს გამესი
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 (4-10) +1 =1 -4 (4-11)
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3 =3 -5 (12:15)
23 თებერვალი
ვალეკანო-სევილია 15:00
დისკვალიფიკაცია: ჩერიშევი, ვიტოლო (ორივე "სევილია")
ტრავმა: გალვესი, ა. პერეა, სება ფერნანდესი, ხოსე კარლოსი - მბია
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (7-13) +0 =3 -3 (7-12)
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +6 =4 -13 (28:45)
ბეტისი-ბილბაო 20:00
დისკვალიფიკაცია: ამაია (ბეტისი), ადურისი (ბილბაო)
ტრავმა: სარა, პაულაო, ვადილიო, ხავი ტორესი - ბენიატი, ტოკერო
ბოლო 6 მატჩი
+1 =0 -5 (5-17) +3 =2 -1 (17-7)
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +13 =14 -10 (42:38)
ვალენსია-გრანადა 22:00
დისკვალიფიკაცია: რ. კოშტა (ვალენსია), დანი ბენიტესი (გრანადა)
ტრავმა: ორიოლ რომეუ - მ. პერეირა, მაინსი, იგალო
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 (11-6) +2 =1 -3 (6-5)
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +5 =0 -0 (6:1)
ოსასუნა-ატლეტიკო 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე ლას კუევასი, პუნიალი, სისი - მანკილიო, ტიაგო, ფილიპე ლუიში
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +11 =5 -13 (29:33)
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 (6-9) +3 =2 -1 (12-5)
24 თებერვალი
ესპანიოლი-ვილიარეალი 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ხ. აკინო, ასენხო, ი. უჩე, პაბლო ინიგესი, ოლივერ ტორესი, კანი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 (6-6) +3 =0 -3 (12-9)
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +4 =13 -10 (20:35)
ბომბარდირები:
22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 15 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა); 14 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ანტუან გრიზმანი (სოსიედადი); 13 - ლიონელ მესი (ბარსელონა), პედრო (ბარსელონა); 12 - იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"