მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

AutoSharing Option
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მომავალ სეზონში "ბარსელონაში" ითამაშებს.

Bild-ის ცნობით, 21 წლის გოლკიპერმა კატალონიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამასთან, "ბარსელონას" წარმომადგენლები შეხვდნენ ფეხბურთელს, სადაც გადაწყდა კიდეც, რომ მომავალ სეზონს მარკ-ანდრე კატალონიის დედაქალაქში დაიწყებს.

წყაროს ცნობით, კატალონიელები "გლადბახს" მეკარეში 12 მლნ ევროს გადაუხდიან.

"ბარსელონა" ამ ყველაფრის ოფიციალურად გამოცხადებას მას შემდეგ აპირებს, რაც გუნდის ამჟამინდელი მეკარე ვიქტორ ვალდესი თავისი მომავლის შესახებ საბოლოოდ ჩამოყალიბდება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი ესპანელი გოლკიპერისთვის "ბარსელონაში" ბოლოა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული