მაისური 150 მილიონად

AutoSharing Option
სწორედ ამ თანხას გადაიხდის კომპანია Qatar foundation "ბარსელონას" მაისურზე საკუთარი ლოგოს დატანების საფასურად. შეგახსენებთ, არსებობის ისტორიაში კატალონიური გრანდის ფორმაზე სპონსორის გამოსახულება არასოდეს მოხვედრილა. ბოლო სეზონებში "ბარსა" UNIჩEF-ს უწევდა რეკლამირებას, მაგრამ ამას ყოველგვარი საზღაურის გარეშე აკეთებდა.

კლუბის ხელმძღვანელობამ ტრადიციის დარღვევის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, პარტნიორის ვინაობა კი გუშინ დაასახელა. "ბარსელონასა" და Qatar foundation-ს შორის კონტრაქტი 2016 წლამდე გაფორმდება და ზემოთ ნახსენებ 150 მილიონი ევროს "ბარსა" მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიიღებს.

"ეს შეთანხმება ყველა მხარისთვის მომგებიანია. დღევანდელ დღეს, როცა ეკონომიკური კლიმატი
ჯერ კიდევ არ არის ჯანსაღი, ამხელა თანხა "ბარსელონას" განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

"ამ ხელშეკრულებით "ბარსელონა" მსოფლიოში უძვირესი საფეხბურთო ბრენდი გახდება და კონკურენტებს უდიდესი უპირატესობით გაუსწრებს", - ეს "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ფაუსის სიტყვებია.

ორიოდე სიტყვით "ბარსას" ახალ სპონსორზე - Qatar foundation სამეცნიერიო გამოკვლევებითა და კომუნიკაციის ახალი საშუალებების შექმნით დაკავებული ორგანიზაციაა. დაარსებულია 1995 წელს, ყატარის ემირის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანის მიერ.

"ბარსელონას" კი ტრადიციის დარღვევა დიდძალი ვალების გამო დასჭირდა. გასულ სეზონში კლუბმა 77 მილიონი ევრო იზარალა და მისი ვალების საერთო რაოდენობამ 442 მილიონი ევრო შეადგინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული