ზამთრის პირველი მერცხალი

AutoSharing Option

ესპანეთში ზამთრის სეზონის პირველი შიდა ტრანსფერი გაიჩარხა, რომელიც ოფიციალურად ძალაში იანვრიდან შევა - ანდალუსიურმა "მალაგამ" განაპირა მცველი ხოსე ანხელი წაჰგვარა ასტურიულ "სპორტინგს", სანაცვლოდ კი 3 მილიონ ევროს გადაუხდის. "დიარიო ასის" ცნობით, ყველაფერი უკვე შეთანხმებულია და კლუბები ტრანსფერის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

 

ხოსე ანხელმა წლეულს მოიპოვა ხიხონელთა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი, მან მარცხენა ფრთაზე რობერტო კანელიას მოუგო კონკურენცია. ეს კი შეუმჩნეველი არ დარჩენია აუტსაიდერი, მაგრამ მდიდარი "მალაგას" ხელმძღვანელობას. ხოსე ანხელი 21 წლისაა და ის ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. აქამდე მანუელ პელეგრინიმ იტალიელი ენცო

მარესკა დაიბევა, რომელიც უკლუბოდ იყო. ამბობენ, რომ მალე "ლა როსალედაზე" "რომას" ჟულიო ბაპტიშტასა და "არსენალის" გოლკიპერ მანუელ ალმუნიასაც ვიხილავთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული