ესპანეთში ზამთრის სეზონის პირველი შიდა ტრანსფერი გაიჩარხა, რომელიც ოფიციალურად ძალაში იანვრიდან შევა - ანდალუსიურმა "მალაგამ" განაპირა მცველი ხოსე ანხელი წაჰგვარა ასტურიულ "სპორტინგს", სანაცვლოდ კი 3 მილიონ ევროს გადაუხდის. "დიარიო ასის" ცნობით, ყველაფერი უკვე შეთანხმებულია და კლუბები ტრანსფერის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.
ხოსე ანხელმა წლეულს მოიპოვა ხიხონელთა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი, მან მარცხენა ფრთაზე რობერტო კანელიას მოუგო კონკურენცია. ეს კი შეუმჩნეველი არ დარჩენია აუტსაიდერი, მაგრამ მდიდარი "მალაგას" ხელმძღვანელობას. ხოსე ანხელი 21 წლისაა და ის ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. აქამდე მანუელ პელეგრინიმ იტალიელი ენცო