ლა ლიგა. XI ტური: ლიდერების გამარჯვება და უკმაყოფილო ენრიკე [VIDEO]

AutoSharing Option
8 ნოემბერს ესპანეთის ლა ლიგაში მე-11 ტურის მატჩები გაიმართა.

"ბარსელონა" "ალმერიას" ესტუმრა და ტიევის გოლის გამო 73-ე წუთამდე აგებდა. სტუმართა რიგებში მდგომარეობა მანამდე არ გამოსწორდა, სანამ მოედანზე ლუის სუარესი, ნეიმარი და ჩავი არ შევიდნენ.

ჯერ ნეიმარმა გაათანაბრა, 82-ე წუთზე კი ბარსას ჟორდი ალბამ მოაგებინა და 2-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე პასის ავტორი ლუის სუარესია, ხოლო ლიონელ მესიმ ვერ მიაღწია ტელმო ზარას რეკორდამდე (251 გოლი ლა ლიგაში), მას ერთი გოლი აკლია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ეს იყო
"ბარსელონას" ყველაზე ცუდი მატჩი ამ სეზონში. მეორე ტაიმში კიდევ არა გვიშავდა, თუმცა ეს უფრო ზოგიერთი ფეხბურთელის მონდომების წყალობით და არა გუნდურობით.

აი, პირველ ტაიმში რა გვჭირდა, ვერ ვხვდები. შედეგი რა თქმა უნდა მახარებს, მაგრამ ჩვენი თამაშის ხარისხი მაშფოთებს. იმედია, უახლოეს ხანებში ბევრს გამოვასწორებთ".

"რეალმა" მადრიდულ დერბიში "რაიო ვალეკანო" გაანადგურა - 5:1. ანგარიში ტრავმამოშუშებულმა გარეთ ბეილმა გახსნა. შემდეგ თავი სერხიო რამოსმა გამოიჩინა, თუმცა ტაიმის მიწურულს ალბერტო ბუენომ ერთი გაქვითა.

მეორე ტაიმში რონალდომ კროოსს და ბენზემას გაატანინა, შემდეგ თავად შეაგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ალმერია-ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 ტიევი (37), 1:1 ნეიმარი (73), 1:2 ალბა (82)

ხეტაფე-ელჩე 0:0

რეალი-რაიო ვალეკანო 5:1
გოლები: 1:0 ბეილი (9), 2:0 ს. რამოსი (40), 2:1 ბუენო (44), 3:1 კროოსი (55), 4:L1 ბენზემა (59), 5:1 რონალდო (83)

სელტა-გრანადა 0:0
მალაგა-ეიბარი 2:1


1. რეალი - 27 ქულა; 2. ბარსელონა - 25; 3. ვალენსია - 23.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული