სერხიო რამოსი "რეალის" მცველ-ბომბარდირებს შორის მესამეა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის მიერ გატანილი ბურთი "რაიო ვალეკანოსთან" ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში მისთვის, "სამეფო კლუბის" მაისურით, 50-ე გოლი გახდა.

მცველ-ბომბარდირებს შორის რამოსი მხოლოდ რობერტო კარლოსსა (68) და ფერნანდო იეროს (77) ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ რამოსი "რეალში" 10 სეზონია გამოდის. 50 გოლიდან მან ლა ლიგაში 38 გაიტანა.

საშუალოდ, რამოსს მეტოქე გუნდის კარის ასაღებად 8.34 მატჩი სჭირდება.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული