ზინედინ ზიდანი: მომენტების შექმნა უფრო მიყვარდა, ვიდრე თავად გატანა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა საკუთარი კარიერა გაიხსენა.

"ყოველთვის ინსტინქტებით ვმოქმედებდი. ბევრს ვმუშაობდი, რომ ჩემი ფეხბურთი სრულყოფილი გამეხადა, მაგრამ სინამდვილეში მთელი ჩემი თამაში თავში მქონდა.

ინსტინქტებით მოქმედება ჩემი მთავარი თვისება იყო. მცველებზე სწრაფად ვგებულობდი, რა მოხდებოდა მომდევნო მომენტში.

დიახ, შემეძლო, კარიერა ნახევარდაცვაში უფრო დაცვის მხარეს გამეგრძელებინა, მაგრამ ჩემი ძლიერი მხარე ყოველთვის ბოლო პასი იყო. ამიტომ ჩემთვის უკეთესი მეტოქე გუნდის კარებთან ახლოს თამაში იყო. ვფიქრობ, შემტევ თამაშში უფრო ეფექტური ვიყავი.

მიყვარდა გოლების შექმნა და მეტოქის კართან ახლოს თამაში. მომენტების შექმნა უფრო
მიყვარდა, ვიდრე თავად გატანა", - თქვა ზიდანმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული