მოურინიოს კაგავა თვალში მოუვიდა

AutoSharing Option
შინჯი კაგავას აღმაფრენა ევროპის ტოპ-კლუბებს უყურადღებოდ, რა თქმა უნდა, არ დარჩათ. ახალგაზრდა იაპონელმა გამთამაშებელმა 17 მატჩში 8 გოლის გატანა შეძლო და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ შინჯი  ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელია.

როგორც ესპანური გამოცემა "მარკა" იუწყება, კაგავათი თვით მადრიდის "რეალის" მესვეურები, კერძოდ კი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაინტერესდა. ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, ორი კვირის წინ მოურინიომ დორტმუნდში სკაუტებიც კი გაგზავნა იაპონელზე დასაკვირვებლად. "მარკა" იმასაც იუწყება, რომ კაგავას გვარი "სევილიას", "ბარსელონას", "ვილიარეალისა" და "ესპანიოლისთვის" სასურველ ფეხბურთელთა სიაშიც ფიგურირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული