ნეიმარი - პსჟ თუ ახალი კონტრაქტი "ბარსელონაში"?

AutoSharing Option
კატალონიური ტაბლოიდი "სპორტი" ამტკიცებს, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ნეიმარს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს.

"ბარსას" ეჩქარება და სურს, ეს ყველაფერი წლის ბოლოსთვის მოაგვაროს. შედეგად, ნეიმარი უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებს. კლუბის ხელმძღვანელობა აღფრთოვანებულია ნეიმარის სათამაშო ფორმით ამ სეზონში.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის ბრაზილიელის ხელფასი კლუბში არც ისე მაღალია. მაგალითად, ნეიმარის ხელფასი თანამემამულე დანი ალვეშის ანაზღაურებას ჩამოუვარდება. კლუბი მზადაა, მას ისეთი ხელფასი შესთავაზოს, როგორიც "ბარსაში" ჩავის, ინიესტას და პიკეს აქვთ. მათზე მაღალი ხელფასი გუნდში მხოლოდ ლიონელ მესის აქვს.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარს 2018 წლამდე
აკავშირებს კონტრაქტი "ბარსელონასთან", ახალი ხელშეკრულებით კი, ის კატალონიურ გრანდში 2020 წლამდე დარჩება. ამ სეზონში პრიმერაში და ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარმა უკვე 12 გოლი გაიტანა.

ნეიმარი და პსჟ
თუმცა არის სხვა ვარიანტიც - "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა მცველმა მარკინიოსმა არ გამორიცხა, რომ პარიზულ გუნდში ნეიმარი მივიდეს:

"ყველაფერი შესაძლებელია, თუ კლუბი მოინდომებს. პსჟ-ს ტიტულების მოგება სურს. კარგი იქნება, აქ ბრაზილიური დიასპორა თუ გაიზრდება".

გეტყვით, რომ პსჟ-ში ოთხი ბრაზილიელი თამაშობს: მარკინიოსი, დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა და ლუკას მოურა.

ნეიმარი და ბრაზილიის ნაკრები
ნეიმარმა თურქეთის ნაკრებთან დუბლის შესრულებით ნაკრებში უკვე 42 გოლი მოაგროვა. 22 წლის ასაკში 59 მატჩში 42 გოლი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებში მართლაც ფენომენური მიღწევაა.

ნეიმარი ნელ-ნელა უახლოვდება სამ ლეგენდას: პელეს (77 გოლი ნაკრებში), რონალდოს (62) და რომარიოს (55).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აშკარად 5 ბრაზილიელია პსჟში მახსველი გამოგრჩათ აშკარად.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული