ტონი კროოსი: ამდენი არასდროს მითამაშია, დავიღალე!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა საკუთარი გადატვირთული გრაფიკის შესახებ ისაუბრა.

გერმანიის ნაკრების 24 წლის ფეხბურთელის თქმით, ის დაიღალა.

მიმდინარე სეზონში კროოსმა 24 მატჩი ჩაატარა, სადაც ორი გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"მოუთმენლად ველი ზაფხულს. მიმდინარე წელს "ბაიერნში" სეზონის მეორე ნაწილი მთლიანად ვითამაშე, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მერე სუპერთასზე "რეალთან" ერთად. ამდენი არასდროს მითამაშია, დავიღალე. ამასთან ერთად, ესპანეთში იანვარში შესვენება არ აქვთ, როგორც გერმანიაში. ამიტომ ამას უნდა შევეჩვიო", - თქვა კროოსმა.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული