"რეალმა" "ბარსელონას" შეგულებული ტალანტი თვალწინ ააცალა

AutoSharing Option
"ფუტბოლ ესპანიას" ცნობით, მადრიდის "რეალი" უახლოეს საათებში მიაღწევს შეთანხმებას "მალიორკასთან" და 18 წლის ნახევარმცველ მარკო ასენსიოს დაიბევებს.

ასენსიომ ამ სეზონში სეგუნდა დივიზიონში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც მიითვალა. "მალიორკას" ფეხბურთელს "ბარსელონაში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, "რეალმა" უფრო იჩქარა.

ტრანსფერის სავარაუდო ფასი 3,7 ევროა. ტრანსფერის მიუხედავად, ასენსიო სეზონს "მალიორკაში" დაასრულებს. წუხელ თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ კარიერას "რეალში" გააგრძელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული