ლიონელ მესის თავში ტრიბუნიდან ნასროლი წყლის ბოთლი მოხვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში, რომელშიც "ბარსელონამ" სტუმრად "ვალენსია" დაამარცხა (1:0), ინციდენტი მოხდა.

სერხიო ბუსკეტსის
მიერ გატანილი გოლის შემდეგ მოზეიმე ლიონელ მესის თავში "მესტალიას" ტრიბუნიდან ნასროლი წყლიანი ბოთლი მოხვდა.

ბუსკეტსმა შეხვედრის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. არგენტინელი ვარსკვლავი თანაგუნდელებთან ერთად კუთხურის ალამთან ზეიმობდა, როდესაც "ღამურების" ფანატთა სექტორიდან პლასტიკატის ბოთლი ისროლეს.

ინციდენტის შედეგად მესის სერიოზული ტრავმა არ მიუღია და სამედიცინო დახმარება იქვე, მოედანზევე აღმოუჩინეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიზრდება და დავიწყდება
fanat
22:20 01-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული