ესპანეთში საფეხბურთო ულტრასის მოსპობა სურთ

AutoSharing Option
ესპანეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ "დეპორტივოს" გულშემატკივრის სიკვდილი ყველა ესპანური ულტრასის დასასრული იქნება.

"ეს ულტრასების დასასრულია. მათ მოვსპობთ", - განაცხადა ტებასმა.

უახლოეს დროში ესპანეთის საფეხბურთო ძალები საფეხბურთო ხულიგნებთან დაკავშირებით გარკვეულ ზომებს მიიღებენ: აგრესიული დაჯგუფებების გაყვანა სტადიონებიდან, ფანების სექტორების ნაწილის დახურვა და ისეთი ჯგუფების შექმნა, რომლებიც ძალადობას აღკვეთენ.

შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს, დილით, ტრაგედიით დასრულდა მასობრივი ჩხუბი მადრიდის ქუჩებში "ატლეტიკოსა" და "დეპორტივოს" ფანებს შორის.

9 საათისთვის "ვისენტე კალდერონის" სტადიონის მიმდებარე ქუჩებში ჩხუბის რამდენიმე კერა გაჩნდა. საერთო ჯამში,
11 ფანი დაშავდა, რომელთაგანაც სამი ცივი იარაღით არის დაჭრილი.

ერთ-ერთი გულშემატკივარი ჩხუბისას მდინარეში გადააგდეს, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

ტრაგედიის მიუხედავად, "ვისენტე კალდერონზე" მატჩი "ატლეტიკოსა" და "დეპორტივოს" შორის დაგეგმილ დროს დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული