ბარტომეუ "ბარსელონას" ქომაგს ლიონელ მესის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ განაცხადა, რომელმაც ხაზი არგენტინელი ფეხბურთელის სათანადო ფსიქოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელობას გაუსვა.

"ლეო თავს კარგად გრძნობს და საჭიროა, მას მხარდაჭერა კვლავაც არ მოვაკლოთ", - აქვეყნებს ბარტომეუს ნათქვამს El Mundo Deportivo.

ამავდროულად, "ბარსელონას" ხელმძღვანელმა ნდობა გამოუცხადა გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს:

"კმაყოფილი ვარ. ჩვენ ახალი ფეხბურთელები და ახალი მწვრთნელი გვყავს, გუნდი კი ძალას იკრებს და მომავალს იმედიანად ვუყურებ".

შეგახსენებთ, რომ მანამდე მესიმ არგენტინულ მედიასთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ
მომავალში შესაძლოა "ბარსელონა" დატოვოს. ამ სიტყვებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია საფეხბურთო წრეებში, თუმცა მოგვიანებით ფეხბურთელის მამამ, ხორხე მესიმ განაცხადა, რომ მისი ვაჟი "ბარსელონას" დატოვებაზე არ ფიქრობს. იმავეს ამბობდნენ ესპანური გრანდის წარმომადგენლებიც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული