Marca-ს ცნობით, ახალი ხელშეკრულების თანახმად, იტალიელი სპეციალისტი მადრიდულ გრანდს 2017 წლამდე გაწვრთნის. ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებას კი "სამეფო კლუბი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტიმ "რეალი" 2013/2014 წლების სეზონში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა წინა სეზონში ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.