ხამეს როდრიგესი ტრავმირებულია და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ტრავმირებულია და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოტოვებს. კოლუმბიელმა "სელტასთან" (3:0) შეხვედრაში დიდი წვივის კუნთი დაიზიანა.

"ვფიქრობ, ხამესი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ვერ დაგვეხმარება. ასეთი ტრავმის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელება ძნელია", - თქვა მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ.

2014 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 10-20 დეკემბერს, მოროკოში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული