"ვფიქრობ, ხამესი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ვერ დაგვეხმარება. ასეთი ტრავმის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელება ძნელია", - თქვა მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ.
2014 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 10-20 დეკემბერს, მოროკოში გაიმართება.