ლიონელ მესი: 5 ფეხბურთელიდან დოპინგზე მარტო მე შემამოწმეს

AutoSharing Option
8 დეკემბერს "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზაზე უეცრად ესპანეთის ანტისადოპინგო კომიტეტის წარმომადგენლები გაჩნდნენ.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც შემოწმებაზე სისხლისა და შარდის ანალიზი აუღეს, "ბლაუგრანას" ლიდერი ლიონელ მესი გახდა, - იტყობინება ANSA.

ამის ფაქტს მესი "ინსტაგრამზე" ირონიულად გამოეხმაურა:

"დოპინგზე შემოწმების დღე. 5 გამოძახებული ფეხბურთელიდან მხოლოდ ჩემი სისხლისა და შარდის ანალიზი აიღეს. უცნაურია".

არგენტინელის გარდა, ესპანეთის ანტისადოპინგო კომიტეტმა ანდრეს ინიესტა, ჟორდი ალბა, ივან რაკიტიჩი და კლაუდიო ბრავო გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმიტომ,რომ 10-20წლის შემდეგ აუქციონზე გაყიდიან.
duda
17:33 09-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული