სამართალდამცველთა საქმეს, განსაკუთრებით, ქვეყანაში მადრიდის "რეალის" სტუმრობა ართულებს. ამ კლუბის ფანატები ყველაფერზე არიან წამსვლელნი, რათა მაქსიმალურად ახლოს და დიდი ხნით დაჰყონ თავიანთი კუმირების გვერდით. განსაკუთრებული "მოთხოვნა" კი, რა თქმა უნდა, "რეალის" მთავარ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოზე იქნება.
არსებული ინფორმაციით, მადრიდული გუნდის უსაფრთხოებისთვის 40 პოლიციელია გამოყოფილი. ყურადღება კი რონალდოზე გამახვილდება, რომელსაც პირადად ხუთი სამართალდამცველი ეყოლება მიჩენილი.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 10-20 დეკემბერს, მაროკოში გაიმართება.