როგორც მადრიდული გუნდის მცველმა ალვარო არბელოამ საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა, პორტუგალიელმა თითოეულ ფეხბურთელს ფირმა Bvlgari-ის ექსკლუზიური საათი უსახსოვრა.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ თითოეული ასეთი საათის ფასი 6,8 ათასი ევროა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კრიშტიანოსთან ერთად "რეალის" კიდევ 22 ფეხბურთელი თამაშობდა, პორტუგალიელ ვარსკვლავს ჯამში 149,6 ათასი ევრო დაუხარჯავს.
საათების უკანა მხარეს მფლობელი ფეხბურთელის სახელია ამოტვიფრული, ხოლო ციფერბლატზე - წლები,
შეგახსენებთ, რომ 2013/2014 წლების სეზონში გამარჯვება მადრიდული კლუბისთვის ტურნირზე მეათეა.