* "ბარსელონამ" 8-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.
* დანი ალვეშმა "ბარსელონაში" მე-200 მატჩი ითამაშა და ტრავმა მიიღო.
* "ატლეტიკომ" პრიმერაში 2013 წლის 12 მაისის მერე პირველად წააგო საშინაო მატჩი.
"სამეფო კლუბი" ზამთრის ჩემპიონი გახდა, რადგან მისმა მდევარმა "ბარსელონამ" მადრიდში ქულები დაკარგა. "რეალი" კი მართლაც შესაშურ ფორმაშია...
მეოცე!
ტური "სამეფო კლუბის" ზედიზედ მე-20 გამარჯვებით დაიწყო. ანგარიშის მიუხედავად ("რეალმა" "ალმერიას" 4:1 მოუგო), ვიტყვით, რომ კარლო ანჩელოტის გუნდს სამი ქულა იოლად არ მოუპოვებია. მატჩის გადამწყვეტი მომენტი 62-ე წუთზე რონალდოს სუპერშედეგიანობა აღარ გვიკვირს, პორტუგალიელმა თამაშის მიწურულს დუბლი შეასრულა, თუმცა სტუმართაგან უთუოდ ისკო ალარკონს გამოვყოფთ, რომელმაც შესანიშნავი გოლი გაიტანა. ვფიქრობთ, ხორვატ მოდრიჩს, როცა გამოჯანმრთელდება, ძალიან გაუჭირდება ესპანელისთვის ძირითადში ადგილის წართმევა.
კარლო ანჩელოტი (რეალი): "ალმერიამ" ნამდვილი ბრძოლა გაგვიჩაღა. ყველაფერი ჩემი მოთამაშეების მაღალმა კლასმა გადაწყვიტა. რაც უნდა იყოს, ძალიან გაგვიჭირდა მოგება. როდესაც კასილიასმა პენალტი მოიგერია, მიზნის მიღწევა გაგვიიოლდა".
"რეალის" ოფიციალური საიტის ცნობით, ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად კლუბში ქარიმ ბენზემა დასახელდა.
სექტემბერში კლუბის რჩეული რონალდო იყო, ოქტომბერში - ისკო. სხვათა შორის, გარეთ ბეილისთვის ეს მოგება 50-ე იყო "სამეფო კლუბში". ამისთვის უელსელს მხოლოდ 63 მატჩი ეყო, საიუბილეო მოგება კი მან შედეგიანი თავურით აღნიშნა. "რეალი" მომდევნო ტურს არ თამაშობს, ის მაროკოში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიემგზავრება.
"მარკას" რჩეული: პეპე (რეალი) - 7,5 ბალი.
იხილეთ ვიდეო
როგორ გადარჩა "ბარსა"
მადრიდის "რეალის" მდევარმა კი ქულები მადრიდში დაკარგა, ტრავმირებული ნეიმარის გარეშე მოთამაშე კატალონიურმა გრანდმა ვერაფერი მოუხერხა "ხეტაფეს" - 0:0. საოცარია, მაგრამ ფაქტია - "ბარსელონამ" სულ ორჯერ დაარტყა ზუსტად მეტოქის კარში და ისიც რა - ლეო მესის ორივე დარტყმული ძალზე იოლი ნადავლი იყო ვისენტე გუაიტასთვის. "ბარსელონა" ბურთს ფლობდა, მისი ფორვარდები და შეტევაში ხშირად ჩართული ჟერარდ პიკე კი იმ დღეს ენითაუწერლად უზუსტოები იყვნენ. "ბარსას" 8-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. მეტოქე ფიზიკურად ძლიერი გუნდია. რა თქმა უნდა, "ბარსა" გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე "ხეტაფე", მაგრამ გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ. "რეალი" მხოლოდ 4 ქულით გვისწრებს, სეზონი გრძელია, ჩვენც ვიყავით ამხელა უპირატესობით წინ. ასე რომ, ჯერ არაფერია დაკარგული".
კოსმინ კონტრა (ხეტაფე): "ბიჭების თავდადებით და თამაშის ხარისხით აღფრთოვანებული ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ქულა მოვიპოვეთ. რეფერის ვერ გავამტყუნებ, ასეთი რამ ხდება ხოლმე, როცა დიდი გუნდის მატჩს პირველად სჯი".
რატომ ახსენა "ხეტაფეს" რუმინელმა თავკაცმა მსაჯი ვისანდი გარიდო? 28 წლის არბიტრმა თამაში მაშინ დაასრულა, როცა ალვარო ვასკესი მეკარე კლაუდიო ბრავოსთან პირისპირ გასასვლელად ემზადებოდა, რითაც "კოლისეუმის" დიდი რისხვა დაიმსახურა.
იხილეთ ვიდეო
სამი ქულა 10 კაცით
"ღამურებმა" 3:0 მოუგეს "რაიო ვალეკანოს", მიუხედავად იმისა, რომ დისკვალიფიცირებული პარეხო და ალკასერი არ ჰყავდათ. დუბლი შეასრულა ალჟირელმა სოფიან ფეგულიმ, ხოლო არგენტინელმა პაბლო პიატიმ შესანიშნავი ინდივიდუალური გოლი გაიტანა. "ღამურები" მატჩის ბოლოს 10 კაცით დარჩნენ, მსაჯმა პორტუგალიელი ანდრე გომეში გააძევა. ნუნუ (ვალენსია): "დღეს ჩვენთვის ამ სამი ქულის აღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დღესაც მივიღეთ წითელი ბარათი, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, "ვალენსია" არ არის უხეში გუნდი".
"მარკას" რჩეულები: ოტამენდი, ფუეგო, ფეგული, პიატი (ყველა "ვალენსია") - 7-7 ბალი.
მეორე ვალენსიურმა კლუბმა "ლევანტემ" სტუმრად ნულოვანი ფრე ითამაშა "კორდობასთან", ხოლო "მალაგამ" 1:0 მოუგო ვიგოს "სელტას", რომელსაც, როგორც ჩანს, კრიზისი დაეწყო. ანდალუსიელთა გამარჯვების გოლი ღონიერი თავურით სამუელმა გაიტანა.
"მარკას" რჩეულები: კამენი, კამაჩო, სამუელი და სანტა კრუსი (ყველა "მალაგა") - 7-7 ბალი.
ურუგვაელის გამარჯვების გოლი
კვირის პირველ მატჩში "ესპანიოლს" ურუგვაელმა კრისტიან სტუანიმ მოაგებინა - "გრანადასთან" მატჩის ბოლო წუთი მიმდინარეობდა, როცა "რეალის" აღზრდილმა ლუკას ვასკესმა საჯარიმოში ჩააწოდა და იქ სტუანიმ ცაციით, ბურთის დაუმუშავებლად ლამაზი და ასე საჭირო გოლი გაიტანა - 2:1. აღსანიშნავია, რომ სტუანი, როგორც წესი, ახლაც შეცვლაზე შევიდა. იმ დროისთვის ანდალუსიური გუნდი ათი კაცით იყო დარჩენილი, რადგან ხუან კარლოსმა ხელით თამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
ყველასთვის მოულოდნელად, უნაი ემერის "სევილიამ" შინ ვერ მოუგო ბასკურ "ეიბარს". "ქვეყნის ჩემპიონმა "ატლეტიკომ" მოულოდნელად წააგო შინ "ვილიარეალთან" და საჩემპიონო რბოლას ჩამორჩა.
ლა ლიგა. XV ტური
12 დეკემბერი
ალმერია-რეალი 1:4
გოლები: 0:1 ისკო (34), 1:1 ვერსა (39), 1:2 ბეილი (42), 1:3 რონალდო (81), 1:4 რონალდო (88)
ალმერია (4-2-3-1): რუბენი - მასედო, ხ. ნავარო, ტრუხილიო, ველესი (82. კორონა) - ვერსა, თომასი - მენდესი, სორიანო (67. ვ. სილვა), დუბარბიერი (59. ჯონათანი) - ჰემედი
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - ილიარამენდი, კროოსი, ისკო - ბეილი, ბენზემა (85. ფ. კოენტრაო), რონალდო
შენიშვნა: ვერსამ ვერ გაიტანა პენალტი (62)
გაფრთხილება: ვერსა, დუბარბიერი, სორიანო, ველესი - ბეილი, მარსელო, ილიარამენდი, რონალდო
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 0-7; კარში დარტყმა: 16-15 (3-8); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 13 950
13 დეკემბერი
ხეტაფე-ბარსელონა 0:0
ხეტაფე (4-1-4-1): გუაიტა - ვალერა, ნალდო, ველასკესი, ალექსისი - ლასენი - იოდა (76. პედრო ლეონი), მიჩელი, სარაბია, ლაფიტა (70. დ. კასტრო) - სამირი (62. ა. ვასკესი)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში (80. ადრიანო), პიკე, მატიო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (66. ინიესტა) - ლ. სუარესი, მესი, პედრო (77. ელ ჰადიდი)
გაფრთხილება: სარაბია, კასტრო -
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 24-8; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 4-23 (2-2); ბურთის ფლობა: 24%-76%.
მაყურებელი: 9 500
ვალენსია-ვალეკანო 3:0
გოლები: 1:0 ფეგული (13), 2:0 ფეგული (34), 3:0 პიატი (36)
ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, ოტამენდი, გაია - ფუეგო, ანდრე გომეში - ფეგული (77. როდრიგო), დე პაული (74. აუგუსტო), პიატი (83. ორბანი) - ნეგრედო
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ. ალვარესი - ტიტო, ამაია (60. მანუჩო), მორსილიო, ინსუა - ბაენა (66. ლიკა), იოსაბედი - აკინო (82. კლავერია), ბუენო, კაკუტა - ლეო ბაპტიშტაო
გაფრთხილება: ანდრე გომეში, ფუეგო, ნეგრედო, აუგუსტო - მორსილიო, ბუენო, ინსუა
გაძევება: ანდრე გომეში (71)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 14-19 (6-4); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 36 800
კორდობა-ლევანტე 0:0
კორდობა (4-2-3-1): კარილიოსი - კამპაბადალი, ი. ლოპესი, პანტიჩი, კრესპო - დეივიდი, ლუსო (73. ეკენგი) - ფიდელი (64. ფედე კარტაბია), აბელი (79. ს. ლოპესი), ბორხა - ღილასი
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ი. ლოპესი, ვინტრა, დ. ნავარო, კარაბელასი (68. ტონიო) - პ. დიოპი, სიმაო, მორალესი, ივანშიტცი - ვ. კასადესუსი, ბარალი (74. რ. მარტინსი)
გაფრთხილება: - ი. ლოპესი, კარაბელასი, სიმაო
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 6-19; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-12 (4-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 18 600
მალაგა-სელტა 1:0
გოლი: 1:0 სამუელი (21)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი (48. მ. ტორესი), ანტუნეში - ნაჩო კამაჩო, დარდერი - სამუელი, დუდა (68. რესიო), კასტილიეხო (83. ბოკა) - სანტა კრუსი
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო (85. ლარივეი), ს. გომესი, ფონტასი, ხონი - ა. ფერნანდესი, კრონ-დელი, პ. ერნანდესი (64. ა. ლოპესი) - ორელიანა (65. ნოლიტო), შარლესი, მინა
გაფრთხილება: როსალესი, ველიგტონი, კამაჩო, რესიო, სამუელი - ფონტასი, შარლესი, მალიო, ფერნანდესი
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 11-14 (4-8); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 23 650
14 დეკემბერი
ესპანიოლი-გრანადა 2:1
გოლები: 1:0 კაისედო (34), 1:1 ელ-არაბი (61), 2:1 სტუანი (90)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - არბილია, კოლოტო, ა. გონსალესი, ფუენტესი (53. ვ. ალვარესი) - ვ. სანჩესი, კანიასი - ლ. ვასკესი, ს. გარსია, სევილია (74. მონტანიესი) - კაისედო (62. სტუანი)
გრანადა (4-4-2): რობერტო - ნიომი, ბაბენი, მურილიო, ხუან კარლოსი- რიკო, იტურა (75. იუსტე), პიტი, მარკესი (56. რიკი) - კორდობა (84. მაინსი), ელ-არაბი
გაფრთხილება: კანიასი, სანჩესი - ხუან კარლოსი, მურილიო, იუსტე, პიტი, მაინსი
გაძევება: ხუან კარლოსი (82)
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-7 (4-6); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 18 405
სევილია-ეიბარი 0:0
სევილია (4-2-3-1): ბეტო - ა. ვიდალი, პარეხა, არიბასი, ფიგეირაში - კრიხოვიაკი, მბია - რეიესი, ბანეგა (58. ბაკა), ვიტოლო (79. დეულოფეუ) - გამეირო (70. დ. სუარესი)
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, ალბენტოსა, რ. ნავასი, ლილიო - დ. ბოატენგი (63. ერასტი), დ. გარსია - კაპა, არუაბარენა (82. ლეკიჩი), აბრაამი (79. ლარა) - პიოვაკარი
გაფრთხილება: არიბასი, კრიხოვიაკი, სუარესი - ლილიო, აბრაამი, ალბენტოსა, გარსია, ლარა, პიოვაკარი
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16-6 (2-2); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 20 000
ატლეტიკო-ვილიარეალი 0:1
გოლი: 0:1 ვიეტო (84)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა - გაბი (70. ჩერჩი), ტიაგო, არდა თურანი (76. მ. სუარესი), კოკე - რ. გარსია (63. გრიზმანი), მანჯუკიჩი
ჩერიშევი (4-4-2): ასენხო - მარიო, გაბრიელი, რუისი, ხ. კოსტა - ტრიგეროსი (63. პინა), ბრუნო, ჯონათან დოს სანტოსი, ჩერიშევი - ვიეტო (89. რუკავინა), უჩე (66. მ. გომესი)
გაფრთხილება: თურანი, მანჯუკიჩი, ხუანფრანი, კოკე - უჩე, დოს სანტოსი, ტრიგეროსი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11-7 (2-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 37 000
სოსიედადი-ბილბაო 1:1
გოლები: 1:0 ველა (3), 1:1 დე მარკოსი (61)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ბერგარა, გრანერო (64. ზურუტუზა) - ჩაბი პრიეტო, ველა, გ. კასტრო (64. კანალესი) - ფინბოგასონი
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, სან ხოსე, ლაპორტი, ბალენსიაგა - იტურასპე, მ. რიკო - სუსაეტა (81. გურპეგი), უ. ლოპესი (60. ვიგერა), მუნიაინი (78. ი. გომესი) - ადურისი
გაფრთხილება: - სან ხოსე, ლაპორტი, იტურასპე, ბალენსიაგა
გაძევება: ლაპორტი (80)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 12-21; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 14-12 (4-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 30 000
15 დეკემბერი
დეპორტივო-ელჩე 23:45
ბომბარდირები: 25 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 13 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - ნეიმარი (ბარსელონა); 10 - კარლოს ბაკა (სევილია); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი).
მომდევნო ტური
19 დეკემბერი:
სელტა-ალმერია
20 დეკემბერი:
ბარსელონა-კორდობა, ლევანტე-რეალ სოსიედადი, ეიბარი-ვალენსია, რაიო ვალეკანო-ესპანიოლი
21 დეკემბერი:
ვილიარეალი-დეპორტივო, გრანადა-ხეტაფე, ელჩე-მალაგა, ბილბაო-ატლეტიკო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"