გადადება გვაზარალებსო

AutoSharing Option
ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის (LFP) პრეზიდენტმა ხოსე ლუის ასტიასარმა განაცხადა, რომ თუკი 2 იანვრის მატჩებს გადაიტანენ, ლიგა მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაცია (AFE) კვირის მატჩების გადადებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საყოველთაო გაფიცვით იმუქრება. ასტიასარმა ზარალი დააკონკრეტა კიდეც - 18 მილიონი ევრო, რომლის ლომის წილიც ტელევიზიებთან საკონტრაქტო შეთანხმების დარღვევაზე მოდის.

 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული