"ხეტაფე" მთავარ მწვრთნელს ყიდის

AutoSharing Option
მადრიდის "ხეტაფე", რომელმაც ახლახან "ბარსელონას" ქულები დააკარგვინა, ფინანსურ კრიზისშია.

კლუბს ამ კრიზისის ნაწილობრივ მაინც გადაჭრის უცნაური ხერხი მოუფიქრებია: "მთელ გუნდში შემოთავაზება მხოლოდ მე მაქვს, - ამბობს რუმინელი თავკაცი კოსმინ კონტრა. - კლუბს სურს, ჩინეთში გამყიდოს. ხელმძღვანელობა უკვე მელაპარაკა და მთხოვა დახმარება. ჩინეთში ხუთჯერ მეტ ხელფასს მპირდებიან, ვიდრე აქ მაქვს".

საქმე იმაშია, რომ "გუანჯოუ ფულის" მწვრთნელის პოზიცია ვაკანტურია მას მერე, რაც იქიდან შვედი სვენ-გორან ერიქსონი წავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული