გარეთ ბეილის შეძენის მსურველმა მადრიდის "რეალს" 1 მლრდ ევრო უნდა გადაუხადოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი არ განიხილავენ გუნდის ნახევარმცველის, გარეთ ბეილის ტრანსფერზე დაყენების საკითხს. თავად უელსელი ფეხბურთელიც არ ფიქრობს "სამეფო კლუბის" დატოვებაზე, სადაც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს.

ბოლო დროს ბრიტანულ პრესაში იწერებოდა იმის შესახებ, რომ ბეილის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო დაინტერესებული და რომ კლუბი მზად იყო, ტრანსფერში 150 მლნ ევრო გადაეხადა.

როგორც ირკვევა, ეს ხმები უსაფუძვლოა. თუკი ბეილი მადრიდული კლუბის დატოვებას მაინც გადაწყვეტს, მის სანაცვლოდ ასტრონომიული თანხის - 1 მლრდ ევროს გადახდა იქნება საჭირო, - იტყობინება AS-ი.

შეგახსენებთ, რომ
თავის დროზე ესპანურმა გრანდმა გარეთ ბეილი "ტოტენჰემისგან" 101 მლნ ევროდ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
1მილიარდი ევრო!!!!!!!!!გიჟები არიან ესენი!!!!!!საიდან ამდენი ფული!!!!ან ამ ბეილის მაგივრად 1მილიარდად მესის,რობენს,ნეიმარს,კვერკველიას და ათას სხვა ვარსკვლავს ერთად იყიდიან,ამათმა გაუფრინეს.....
OMG!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
18:49 23-12-2014
0
ბიძინა თუ იყიდის მარტო :D
paradise
21:13 24-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული