სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიურად "მალაგა" ჩაერთო. ანდალუსიური კლუბი ფინანსურად წელგამართულია, თუმცა აუტსაიდერთა შორისაა. ამის გამოსასწორებლად კი მანუელ პელეგრინიმ შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა კლუბის არაბ მეპატრონეებს. გუშინ "მალაგამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მადრიდის "ატლეტიკოდან" ორი ფეხბურთელი დაიმატა: ნახევარმცველი ნაჩო კამაჩო და მეკარე სერხიო ასენხო.
20 წლის ნაჩო კამაჩო ანდალუსიელებს 2 მილიონი ევრო დაუჯდათ, ფეხბურთელმა "მალაგასთან" 4,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მადრიდში ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, რადგან კიკე ფლორესი მას პაულო ასუნსაოსა და ტიაგოს არჩევდა ნახევარდაცვის ცენტრში.
21 წლის ასენხო კი "ლა
როსალედაზე" 6-თვიანი იჯარით ითამაშებს. მეკარეს მძიმე ტრავმის შემდეგ სათამაშო პრაქტიკის მოპოვება სწადია, "ვისენტე კალდერონზე" კი დავიდ დე ხეა ხელშეუხებელია. მარესკა, ჟულიო ბაპტიშტა, ახლა ეს დუეტი, მოკლედ, "მალაგა" მნიშვნელოვნად გაძლიერდება.
.