ესპანეთში სიცილის დღესთან დაკავშირებით, "ბარსელონას" დასცინეს

AutoSharing Option
28 დეკემბერს ესპანეთში სიცილის დღე აღინიშნება და ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივი პრესა საფეხბურთო თემაზეც ხუმრობს ხოლმე.

ასე მაგალითად, გაზეთმა El Mundo Deportivo-მა საფეხბურთო ფორმის ესკიზი გამოაქვეყნა, რომლითაც, წყაროს ცნობით, "ბარსელონა" 2016/17 წლების სეზონის მატჩებს ჩაატარებს.

"თითოეული მაისურა 183 ევრო ეღირება. ზურგზე გვარითა და ნომრით - 210 ევრო. ორი მაისურის შეძენის შემთხვევაში ფასდაკლება 25 ცენტი იქნება.

მაისურზე დაჯავშნულია ადგილი გენერალური სპონსორისთვის, რომელიც ამჟამად Qatar Airways-ია. თუმცა, კომპანიას "ბარსელონასთან" კონტრაქტი სწორედაც რომ 2016 წელს ეწურება", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსელონას დასცინეს და მე რომ ჩვენ ნაკრებს დავსცინე სპორტულ პორტალზე დამბლოკეს!?
elguja
15:59 28-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული