კრიშტიანო რონალდოს შეუძლია მშვიდად გაატაროს მშობლიურ მადეირაზე შობა-ახალი წელი, რადგან ის სეზონის პირველ ნახევარში ლა ლიგის შემტევი სტატისტიკური მაჩვენებლებიდან უმეტესობაში უპირობო ლიდერია. იგი ძალიან უსწრებს მეტოქეებს გოლების რაოდენობით - 14 თამაშში 25 გოლი ფენომენალური შედეგია. ის უახლოეს ორ მდევარს, ლიონელ მესის (15 გოლი) და ნეიმარს (11) ლამის ერთად სჯობნის.
რონალდო პირველია საგოლე პასების რაოდენობითაც (8), თუმცა ამ ნომინაციაში პირველობას კუთხურებისა
"ბლანკოსის" თილისმამ 14 მატჩიდან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, 11-ში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის აღიარება მიიღო. მესის შედეგიც ფანტასტიკურია - 16 თამაშიდან 10-ჯერ მატჩის საუკეთესოდ დაასახელეს.
პორტუგალიელი არგენტინელს კარში დარტყმების რაოდენობითაც სჯობს (6,3 მატჩში და 4,8) და მნიშვნელოვანი პასების რიცხვითაც (2,8 და 2,6). თუმცა ლეოს ბადალი არ ჰყავს წარმატებული დრიბლინგისა (4,2) და გამჭოლი პასების (0,8) კატეგორიებში.
whoscored.com-ის საერთო რეიტინგში არავის უკვირს, რომ პირველ ადგილებზე სწორედ რონალდო (9,13 ბალი) და მესი (8,60) არიან. არც "რეალისა" და "ბარსელონას" კიდევ სამი მეგავარსკვლავის მოხვედრაა სტატისტიკურ სიმბოლურ ნაკრებში საოცრება - ნეიმარს 7,79 ბალი დაუგროვდა, ხოლო გარეთ ბეილს - 7,81, ჯეიმს როდრიგესს - 7,70.
სიმბოლურში "რეალს" და "ბარსას" თითო მცველიც ჰყავთ - სერხიო რამოსი (7,69) და ჟორდი ალბა (7,41).
იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონი "ატლეტიკო" ამ სეზონშიც კარგად თამაშობს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ის უფრო გუნდურად შეკრული კოლექტივია - სიმბოლურ ნაკრებში ერთი ატლეტიკოელიც ვერ მოხვდა, სამაგიეროდ, იქ "ვილიარეალის" ორი ფეხბურთელისთვის გამოინახა ადგილი - მარჯვენა მცველი მარიო (7,30) და ნახევარმცველი ბრუნო სორიანო (7,63). ამ უკანასკნელმა ტყუილად არ მიიქცია ესპანეთის ნაკრების თავკაცის ყურადღება 2014 წლის შემოდგომაზე.
"ვალენსიას" შესანიშნავი სტარტი მისი უშიშარი ვარსკვლავის, ნიკოლას ოტამენდის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრით დაფასდა - 7,5. საოცარია, მაგრამ საუკეთესო მეკარე "დეპორტივოს" ფაბრისიოა, რომელიც თამაშში საშუალოდ 3,8 "სეივს" აკეთებს, ეს კი ლიგაში საუკეთესო შედეგია.
დეტალებს თუ ჩავეძიებით, აღმოვაჩენთ, რომ მადრიდელთა უფრო დაღვინებულმა თამაშმა შედეგი გამოიღო და ახლა ყველაზე აკურატული მეპასე ლა ლიგაში არა ჩავია (რომელიც მეორე ადგილს ინარჩუნებს), არამედ ტონი კროოსი, რომლის პასების 93% ზუსტია. ყველაზე მეტ პასს კი ჩავის თანაგუნდელი სერხიო ბუსკეტსი (75,3) აკეთებს.
ლა ლიგის დაცვითი სტატისტიკური მაჩვენებლების ლიდერები ასე გამორჩეული ვარსკვლავები არ არიან, როგორც რონალდო, მესი და ნეიმარი. ორთაბრძოლების დიდოსტატი "ხეტაფეს" მცველი ემილიანო ველასკესია (4,4), ბევრმა ალბათ ახლა პირველად გაიგო მისი გვარი.
"ატლეტიკოდან" იჯარით მოთამაშე მცველია, არადა, საინტერესო ფიგურა ჩანს, ის ჩაჭრებშიც ლიდერია - 3,9. ბურთი სახიფათო ზონებიდან ყველაზე უკეთ "რეალ სოსიედადის" მცველ ინიგო მარტინესს გამოაქვს - 6,9. "ვალენსიას" ოტამენდი და "ვილიარეალის" ვიქტორ რუისი კი ხშირად თავიანთ თავზე იღებენ თავდამსხმელთა დარტყმებს - 1,2.
"ესპანიოლის" ლუკას ვასკესი ძალიან ტექნიკურია, ამიტომაც მისთვის ბურთის ართმევა ძნელია - ვასკესის წინააღმდეგ ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან - 3,6. "სევილიას" პოლონელი გრჟეგორჟ კრიხოვიაკი ყველაზე ხშირად ჯარიმდება - 2,8. კოკეს საუკეთესო მაჩვენებელი ჩაწოდებებში (2,3) აქვს და ეს არავის უკვირს. არც ის არის გასაკვირი, რომ საჰაერო ორთაბრძოლებში ყველაზე ხშირად "ბილბაოს" ცენტრფორვარდი არიც ადურისი (6,5) ერთვება.
უარყოფითი კატეგორიების მხრივ რონალდო მეორეა თამაშგარეში მოხვედრით (1,6), მას მხოლოდ "მალაგას" ფორვარდი ნორდინ ამრაბატი უსწრებს (2). მინდვრის მოთამაშეთაგან ყველაზე უზუსტო პასის პატრონი "ეიბარის" შემტევი ნახევარმცველი საულია (58,4%).
თუმცა ის ურიგო ფეხბურთელი არაა, რადგან მნიშვნელოვანი პასებით (1,3) ერთ-ერთი მოწინავეა და სეზონში 3 საგოლე გადაცემაც დაუგროვდა.
დაბოლოს, იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთაც ხშირად უწევთ თამაში, ყველაზე ცუდი რეიტინგი "ბილბაოს" ფორვარდს, ანხელს აქვს - 6,05. მის ანგარიშზე 9 თამაშში ერთი გოლი ან საგოლე პასიც კი არაა.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ზოგიერთმა ფეხბურთელმა ცოტა ითამაშა და ნომინაციებში ვერ მოხვდა, თუმცა იმ შეხვედრებში მაინც გაიბრწყინა. პირველ რიგში, "ატლეტიკოს" ურუგვაელ მცველ ხოსე მარია ხიმენესს ვგულისხმობთ.
სიმბოლური ნაკრები
რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი რეიტინგი
1. რონალდო რეალი 9,13
2. მესი ბარსელონა 8,60
3. ბეილი რეალი 7,81
4. ნეიმარი ბარსელონა 7,79
5. ჯ. როდრიგესი რეალი 7,70
6. ბენზემა რეალი 7,70
7. ს. რამოსი რეალი 7,69
8. ბრუნო ვილიარეალი 7,63
9. კროოსი რეალი 7,60
10. ჩერიშევი ვილიარეალი 7,57
16-ივე ტურის ყველა წუთი ითამაშეს: ანხელ ტრუხილიომ (ალმერია), კარლოს კამენიმ (მალაგა), კლაუდიო ბრავომ (ბარსელონა), ლომბანმა (ელჩე), დიეგო გოდინმა (ატლეტიკო), კიკო კასილიამ (ესპანიოლი), გორკა ირაისოსმა (ბილბაო), ბაბენმა (გრანადა), ხუან კარლოსმა (კორდობა), ლიონელ მესიმ (ბარსელონა), მოიამ (ატლეტიკო), ნიკოლას ოტამენდიმ (ვალენსია), რაულ ალბენტოსამ (ეიბარი), სერხიო ალვარესმა (სელტა), სერხიო ასენხომ (ვილიარეალი), ვისენტე გუაიტამ (ხეტაფე) და ჩაბი ირურეტამ (ეიბარი).
17-დან 10 გოლკიპერია, 6 მცველი და მესი ერთადერთი ფორვარდია. როგორც ხედავთ, შემოდგომით ლეო ფიზიკურ ფორმას და ჯანმრთელობას არ უჩიოდა.
გოლები
ფეხბურთელი კლუბი გოლი
1. რონალდო რეალი 25
2. მესი ბარსელონა 15
3. ნეიმარი ბარსელონა 11
4. ბაკა სევილია 10
5. ბენზემა რეალი 8
საგოლე პასები
ფეხბურთელი კლუბი პასი
1. რონალდო რეალი 8
2. ჩერიშევი ვილიარეალი 8
3. კოკე ატლეტიკო 8
4. ბენზემა რეალი 7
5. მესი ბარსელონა 7
6. კროოსი რეალი 7
კარში დარტყმა
ფეხბურთელი კლუბი დარტყმა
1. რონალდო რეალი 6,3
2. მესი ბარსელონა 4,8
3. ბეილი რეალი 3,6
4. ნოლიტო სელტა 3,5
5. აგირეჩე სოსიედადი 3,2
მნიშვნელოვანი პასი
ფეხბურთელი კლუბი პასი
1. რონალდო რეალი 2,8
2. მესი ბარსელონა 2,6
3. ნოლიტო სელტა 2,4
დრიბლინგი
ფეხბურთელი კლუბი დრიბლინგი
1. მესი ბარსელონა 4,2
2. კარტაბია კორდობა 3,4
3. მუნიაინი ბილბაო 2,9
ჯარიმა (მასზე)
ფეხბურთელი კლუბი ჯარიმა
1. ლ. ვასკესი ესპანიოლი 3,6
2. კარტაბია კორდობა 3,4
3. ველა სოსიედადი 3,2
თამაშგარე
ფეხბურთელი კლუბი თამაშგარე
1. ამრაბატი მალაგა 2
2. რონალდო რეალი 1,6
3. ჟონათასი ელჩე 1,3
ბურთის დაკარგვა
ფეხბურთელი კლუბი დაკარგვა
1. ამრაბატი მალაგა 3,6
2. კაკუტა ვალეკანო 2,7
3. ს. გარსია ესპანიოლი 2,6
ტექნიკური ხარვეზი
ფეხბურთელი კლუბი ხარვეზი
1. ღილასი კორდობა 3
2. ჟონათასი ელჩე 2,8
3. ფარინია დეპორტივო 2,7
ორთაბრძოლა
ფეხბურთელი კლუბი ორთაბრძოლა
1. დ. ალვეში ბარსელონა 4,4
2. ველასკესი ხეტაფე 4,4
3. ვ. სანჩესი ესპანიოლი 4,1
ჩაჭრა
ფეხბურთელი კლუბი ჩაჭრა
1. ლოპო დეპორტივო 3,9
2. ველასკესი ხეტაფე 3,9
3. დიოპი ლევანტე 3,8
ჯარიმა
ფეხბურთელი კლუბი ჯარიმა
1. კრიხოვიაკი სევილია 2,8
2. ლაფიტა ხეტაფე 2,7
3. პ. ერნანდესი სელტა 2,6
გამოტანა
ფეხბურთელი კლუბი გამოტანა
1. ი. მარტინესი სოსიედადი 6,9
2. ლოპო დეპორტივო 6,4
3. ვინტრა ლევანტე 6,2
ბლოკი
ფეხბურთელი კლუბი ბლოკი
1. ოტამენდი ვალენსია 1,2
2. რუისი ვილიარეალი 1,2
3. ველასკესი ხეტაფე 1
პასები
ფეხბურთელი კლუბი პასი
1. ბუსკეტსი ბარსელონა 75,3
2. მასკერანო ბარსელონა 74
3. ტრაშორასი ვალეკანო 73,7
პასის აკურატულობა
ფეხბურთელი კლუბი სიზუსტე
1. კროოსი რეალი 93%
2. ჩავი ბარსელონა 92,4%
3. ბუსკეტსი ბარსელონა 92,1%
ჩაწოდება
ფეხბურთელი კლუბი ჩაწოდება
1. კოკე ატლეტიკო 2,3
2. სუსაეტა ბილბაო 1,9
3. გაბი ატლეტიკო 1,9
გამჭოლი პასი
ფეხბურთელი კლუბი პასი
1. მესი ბარსელონა 0,8
2. ინიესტა ბარსელონა 0,4
3. ნოლიტო სელტა 0,4
კლუბის საუკეთესო ფეხბურთელები
კლუბი ფეხბურთელი რეიტინგი
რეალი რონალდო 9,13
ბარსელონა მესი 8,60
ვილიარეალი ბრუნო 7,63
კორდობა ლუსო 7,54
ატლეტიკო ტიაგო 7,50
მალაგა კამაჩო 7,49
ვალენსია ოტამენდი 7,48
ხეტაფე ველასკესი 7,45
სევილია კრიხოვიაკი 7,41
ბილბაო იტურასპე 7,24
ესპანიოლი ს. გარსია 7,21
სელტა ნოლიტო 7,21
ეიბარი ალბენტოსა 7,15
დეპორტივო სიდნეი 7,14
ალმერია ხ. ნავარო 7,13
გრანადა ფ. რიკო 7,08
სოსიედადი ველა 7,03
ვალეკანო ლ. ბაპტიშტაო 6,99
ლევანტე დიოპი 6,97
ელჩე ჟონატასი 6,90
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"