2007 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელის გადაბირება "არისტოკრატებს", კარგა ხანია, სურთ. ბრაზილიელის გვერდით ხილვა განსაკუთრებით "ჩელსის" თავკაცს, კარლო ანჩელოტის სურს, რომელსაც "მილანში" კაკასთან ერთად კარგი მოგონებები აკავშირებს.
"ჩელსიში" კაკას სავარაუდო გადაბარგებაზე მსოფლიოს ფეხბურთში ერთ-ერთი განთქმული აგენტი, იტალიელი ერნესტო ბრონცეტიმ ისაუბრა.
- მე ერთადერთი იტალიელი ვარ, რომელსაც "რეალის" პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან ხანგრძლივი მეგობრობა მაკავშირებს. ჩვენ კაკას საკითხზე რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ და შემიძლია თქმა, რომ ბრაზილიელი
ცნობილია, რომ "რეალი" კაკას გასხვისებას 50 მლნ ევროზე ნაკლებ ფასად არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ბრაზილიელის სანაცვლოდ "სამეფო კლუბმა" 80 მლნ ევრო გადაიხადა.
.