"როცა "მილანში" გადასვლა გადავწყვიტე, იმედი მქონდა, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გავხდებოდი. მარწმუნებდნენ, რომ შემეძლო, გუნდის საკვანძო ფეხბურთელი გავმხდარიყავი.
ამის მიუხედავად, რამდენიმე თვის შემდეგ მწვრთნელი უფრო და უფრო ნაკლებად მათამაშებდა, მაგრამ მის გადაწყვეტილებას 100 პროცენტით პატივს ვცემდი. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა მეფიქრა საკუთარ თავსა და ახალ გამოწვევაზე.
როცა "ატლეტიკო" დაგვიკავშირდა, ბევრი არ მიფიქრია და ეჭვი არ გამჩენია. კლუბში ბედნიერების საძიებლად ვბრუნდები. როცა ბავშვი ვიყავი, ყოველთვის ვოცნებობდი აქ თამაშზე.
ეს
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ტორესმა "მილანის" მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: ფერნანდო ტორესი მადრიდის "ატლეტიკოში" ბრუნდება