ესპანეთის ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთი "მარკა" წლის სიმბოლურ ნაკრებს გვთავაზობს, რომელიც ამ გამოცემამ გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად მიიღო. გამოკითხვა რამდენიმე კვირა გრძელდებოდა და მასში ჯამში 125 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მსოფლიოს წლის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი "ბარსელონას" ჰყავს - 6. რჩეულთა შორის სამი ფეხბურთელი მადრიდის "რეალიდანაა", მხოლოდ თითო წარმომადგენელი ჰყავთ სხვებს - მილანის "ინტერსა" და ლონდონის "ტოტენჰემს". სიმბოლურში 7 ესპანელია, თითო ბრაზილიელი, პორტუგალიელი, უელსელი და არგენტინელი. ესპანურმა ლიგამ ყველას აჯობა - 11-დან 9 ფეხბურთელი პრიმერადივიზიონიდანაა. ბუნებრივია, ეს იმით არის გამოწვეული, რომ
მაშ ასე, მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრების კარში იკერ კასილიასია (რეალი). დაცვაში მარჯვნივ მაიკონია (ინტერი), მარცხნივ - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), ცენტრში კი "ბარსელონას" დუეტია: კარლეს პუიოლი და ჟერარდ პიკე. ნახევარდაცვის შუაში არიან: ჩაბი ალონსო (რეალი) და ჩავი ერნანდესი (ბარსელონა), "ფლანგებზე" კრიშტიანო რონალდო (რეალი) და ანდრეს ინიესტა (ბარსელონა). თავდასხმის ხაზი მთლიანად კატალონიურია, თუმცა დავიდ ვილია წლის პირველი ნახევარი "ვალენსიაში" თამაშობდა, "ბარსელონაში" კარიერა კი მუნდიალის შემდეგ გააგრძელა. მისი პარტნიორი სიმბოლურ ნაკრებში ლეო მესია.
ჩავიმ 90 ათასი ხმით აჯობა მეორე ადგილზე გასულ მესუთ იოზილს (რეალი), ანდრეს ინიესტამ არიენ რობენს (ბაიერნი) 80 ათასი ხმით მოუგო, იკერ კასილიასმა კი ვიქტორ ვალდესს (ბარსელონა) 75 ათასი ხმით აჯობა. ეს ის პოზიციები ჩამოგითვალეთ, სადაც გამარჯვებულებმა დიდი უპირატესობით აჯობეს მეორე ადგილზე გასულებს. სხვაგან უფრო მძაფრი "ბრძოლა" იყო. მაგალითად, ჩაბი ალონსომ სერხიო ბუსკეტს (ბარსელონა) სულ რაღაც 2 ათასი ხმით აჯობა. მაიკონმა კი დანი ალვეშს (ბარსელონა) 4 ათასი ხმით მოუგო. ბუსკეტსა და ალვეშსაც რომ მოეგოთ, "ბარსელონა" სიმბოლურში აბსოლუტური უპირატესობით, 8 ფეხბურთელით წარსდგებოდა, პრიმერადივიზიონი კი 10 წარმომადგენელით.
გთავაზობთ გამოკითხვის შედეგებს თითოეულ პოზიციაზე. მეკარე: იკერ კასილიასი (103 000), ვიქტორ ვალდესი (21 900), ჟულიო სეზარი (9 900); მარჯვენა მცველი: მაიკონი (66 900), დანი ალვეში (62 500), ფილიპ ლამი (5 400); ცენტრალური მცველი: ჟერარდ პიკე (113 400), კარლეს პუიოლი (97 200), ლუსიო (28 900), ნემანია ვიდიჩი (19 200), ბრუნო ალვეში (6 700), ბრანისლავ ივანოვიჩი (4 100); მარცხენა მცველი: ბეილი (68 500), მარსელო (45 600), ფაბიო კოენტრაო (20 600); საყრდენი: ჩაბი ალონსო (58 800), სერხიო ბუსკეტსი (55 800); ბასტიან შვაინშტაიგერი (20 100); შემტევი ნახევარმცველი: ჩავი (113 000), მესუთ იოზილი (17 500), სესკ ფაბრეგასი (4 200); მარჯვენა ნახევარმცველი: კრიშტიანო რონალდო (87 900), ვესლი სნეიდერი (34 400), თომას მიულერი (12 400); მარცხენა ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა (110 500), არიენ რობენი (23 000), ასამოა გიანი (1 200); თავდამსხმელები: ლეო მესი (115 300), დავიდ ვილია (54 900), დიეგო ფორლანი (34 600), დიეგო მილიტო (34 500), დიდიე დროგბა (22 400), ლუის სუარესი (7 600). როგორც ხედავთ, ყველაზე მეტი ხმა ლეო მესიმ მიიღო - 115 381.
.