მადრიდის "რეალმა" Globe Soccer Awards-ის ცერემონიაზე 7 ჯილდო მიიღო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ Globe Soccer Awards-ის ცერემონიაზე, რომელიც დუბაიში გაიმართა, ორი ჯილდო მიიღო.

ღონისძიების ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" ჯამში 7 ჯილდო მიიღო.

კრიშტიანო რონალდო "წლის ფეხბურთელი" და "წლის ფეხბურთელი ქომაგების ვერსიით" გახდა. მადრიდის "რეალის" თავკაცი კარლო ანჩელოტი "წლის მწვრთნელად" დასახელდა და ასევე, "ფეხბურთისთვის ყურადღების მიქცევის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

"წლის პრეზიდენტი" ფლორენტინო პერესი გახდა, ხოლო "წლის აღმოჩენა" - კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი. ამასთან ერთად, "რეალი" "წლის საუკეთესო კლუბად" დასახელდა.

გარდა ამისა, "წლის აგენტად" ჟორჟე მენდეში დასახელდა, რომელიც კრიშტიანო რონალდოს ინტერესებს
წარმოადგენს. "წლის არბიტრი ნიკოლა რიცოლი" გახდა, ხოლო "მილანის" მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ და მადრიდის "ატლეტიკომ" სპეციალური ჯილდოები მიიღეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული