ღონისძიების ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" ჯამში 7 ჯილდო მიიღო.
კრიშტიანო რონალდო "წლის ფეხბურთელი" და "წლის ფეხბურთელი ქომაგების ვერსიით" გახდა. მადრიდის "რეალის" თავკაცი კარლო ანჩელოტი "წლის მწვრთნელად" დასახელდა და ასევე, "ფეხბურთისთვის ყურადღების მიქცევის" ნომინაციაში გაიმარჯვა.
"წლის პრეზიდენტი" ფლორენტინო პერესი გახდა, ხოლო "წლის აღმოჩენა" - კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი. ამასთან ერთად, "რეალი" "წლის საუკეთესო კლუბად" დასახელდა.
გარდა ამისა, "წლის აგენტად" ჟორჟე მენდეში დასახელდა, რომელიც კრიშტიანო რონალდოს ინტერესებს