ესპანეთი. ლა ლიგა. XVIII ტურის წინ: ზოგჯერ გრანდებიც ტირიან

AutoSharing Option
გრანდები ლა ლიგას უკვე ისეთი უძლეველები აღარ უბრუნდებიან - "რეალსაც" და "ბარსელონასაც" აშკარა პრობლემები აქვთ, ეს უკვე ცხადია.

ტურის ცენტრალური მატჩი "კამპ ნოუზე" კვირას გაიმართება, როდესაც "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონ "ატლეტიკოს" დაუხვდება.

დიეგო სიმეონეს გუნდი ტიტულის დასაცავად ბრჭყალებით იბრძვის და ახლა მსოფლიოში ნებისმიერი გუნდისთვის სერიოზული მეტოქეა, მით უმეტეს, "ბარსელონასთვის", რომელიც ბოლო დროს დიდ რყევებს განიცდის - ლუის ენრიკესა და ლეო მესის კონფლიქტი; ანდონი სუბისარეტას მოხსნა; კარლეს პუიოლის წასვლა კლუბიდან პროტესტის ნიშნად; კლუბისთვის სატრანსფერო აქტიურობის შეჩერება; მორატორიუმი ფიფასთან ურთიერთობაზე და ასე შემდეგ.

სიმეონეს გუნდი სტანდარტული მდგომარეობების გამოყენებით ახლა პლანეტაზე საუკეთესო კოლექტივია, ყოველი კუთხური თუ ჯარიმა "ატლეტიკოს" მეტოქეთა კართან დიდი საფრთხის შემცველია. ამ დროს კი "ბარსა" ერთ-ერთი ყველაზე სუსტად მოთამაშე გუნდია პრიმერაში მეორე სართულზე, მით უფრო, თუ მოედანზე ჟერარდ პიკე არ არის, რაც უკვე ხშირი მოვლენაა.

როგორ მოემზადება "ბარსა" ამ თამაშისთვის, ამ დროისთვის ძნელი სათქმელია. ერთი ცხადი ჩანს, ჩავი ტრავმირებულია და ალბათ, ვერ ითამაშებს "ლოს კოლჩონეროსის" წინააღმდეგ. თავისთავად არ იქნება ბელგიელი მცველი თომას ვერმალენი, რომელიც ჯერ კიდევ ელის დებიუტს, რადგან ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.

ტურის ცენტრალური მატჩი კი ლეო მესის დაჯილდოებით დაიწყება. საქმე იმაშია, რომ არგენტინელი პრიმერას ყველა დროის ბომბარდირი გახდა, მან ტელმო ზარას გაუსწრო. ალბათ იტყვით, რა დროს ეს არისო და მართალიც იქნებით - ლეომ რეკორდი 22 ნოემბერს დაამხო! მაგრამ ლიგის ხელმძღვანელობამ სწორედ ახლა გადაწყვიტა 27 წლის ბომბარდირის დაჯილდოება.

სხვათა შორის, ზარას ოჯახის წევრებმა ცერემონიალში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს, რაც პირადი მიზეზებით ახსნეს.

დალხენილად საქმე არც "რეალს" აქვს
ოთხშაბათს სამეფო თასის პირველი მერვედფინალური მატჩი გაიმართა მადრიდის "ატლეტიკოსა" და "რეალს" შორის და ის შეხვედრა სიმეონეს გუნდმა დამსახურებულად მოიგო.

"რეალმა" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო; თუ "მილანთან" ამხანაგურ დაპირისპირებას ჩავთვლით, სულაც მესამე. ხოლო კარლო ანჩელოტი გახდა "რეალის" პირველი მწვრთნელი, რომელმაც ზედიზედ სამი მადრიდული დერბი წააგო "ატლეტიკოსთან".

ამ შეხვედრაში სათადარიგოს როლი ერგო კრიშტიანო რონალდოს. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ პორტუგალიელი დაღლილი იყო, ხოლო მოედანზე გამოსულ კრიშტიანოს თამაშის ხალისი საერთოდ არ ეტყობოდა, შემდეგ კი თავის თანამემამულე ფაბიო კოენტრაოს განუცხადა, რომ ანჩელოტის გადაწყვეტილებამ გააბრაზა.

მოკლედ, ცოტა ხნის წინ "სამეფო კლუბი" მსოფლიოს რეკორდზე იქაჩებოდა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი გახდა და უძლეველის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა, ნათქვამია, დრონი მეფობენ და არა მეფენიო...

ესპანეთი. ლა ლიგა. XVIII ტური
პარასკევი. 9 იანვარი
ლევანტე-დეპორტივო 23:45
დისკვალიფიკაცია: ნავარო - სიდნეი
ტრავმა: - ლუკასი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +4=1-7, (11-14)

შაბათი. 10 იანვარი
რეალი-ესპანიოლი 19:00
დისკვალიფიკაცია: - სტუანი, ლუკასი
ტრავმა: მარსელო (?), არბელოა (?), მოდრიჩი -
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +29=6-7, (85-34)

მალაგა-ვილიარეალი 21:00
დისკვალიფიკაცია: პინა (ვილ)
ტრავმა: სანჩესი, ჩენი, ხიმენესი (?), ფერეირა, ველიგტონი - კანი (?), იოკიჩი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +8=7-7, (26-26)

სელტა-ვალენსია 23:00
დისკვალიფიკაცია: ლარივეი, ნოლიტო, ფერნანდესი - ფუეგო
ტრავმა: ოუბინია -
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +5=11-14, (25-41)

ეიბარი-ხეტაფე 01:00
დისკვალიფიკაცია: რედალი, არუაბარენა -
ტრავმა: ხიმენესი (?) - დიავარა (?), ლაფიტა
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +2=4-4, (8-12)

კვირა. 11 იანვარი
ალმერია-სევილია 15:00
დისკვალიფიკაცია: დუბარბიერი (ალმ)
ტრავმა: რუბენი, სორიანო (?) - კრისტოფორო (?), ანდუხარი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +3=0-7, (13-15)

ბილბაო-ელჩე 20:00
დისკვალიფიკაცია: ადურისი, მუნიაინი - ალბაკარი
ტრავმა: აკეჩე, ფერნანდესი - მოსკერა, ანხელი (?), პელეგრინი (?), ხიმენესი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=2-0, (2-2)

გრანადა-სოსიედადი 22:00
დისკვალიფიკაცია: იტურა (გრან)
ტრავმა: მარტინსი, მურილიო, როჩინა (?), მაჩისი, ნიომი (?) - ზურუტუზა (?), ელუსტონდო (?), ველა (?), ზალდუა (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2=3-3, (11-13)

ბარსელონა-ატლეტიკო 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვერმალენი, ალვეში (?) - მირანდა (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +19=11-14, (94-70)

ორშაბათი. 12 იანვარი
ვალეკანო-კორდობა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფატაუ, კასტრო, კობენიო - ლოპესი (?), ღილასი (?), ბუზონი (?), დელგადო (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +8=1-1, (23-10)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული